დასახელება: 5 Days of August / აგვისტოს 5 დღე
მცირე ინფორმაცია ფილმზე:
ფილმი საქართველო-რუსეთის ომზე
რეჟისორი : რენი ჰარლენი
მსახიობები: ენდი გარსია, ჰიზერ გრეჰემი, ველ კილმერი,
რუპერტ ფრენდი, ემანუელ ჩირიქი
აგვისტოს 5 დღე /5 Days of August - როგორც იქნა 2 წლის შემდეგ, გამოჩნდა პირველი ოფიციალური ტრეილერი ფილმისა, რომელსაც ალბათ ყველა ელოდება. ეს ფილმი, როგორც იცით გადაიღო რენი ჰარლენმა 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ ჩვენთვის ძალიან ცუდ მოვლენებზე....
როგორც 1 შეხედვით ჩანს, საკმაოდ კარგი ტრეილერია და იმედი მაქვს ასეთივე ხარისხიანი ფილმი გამოვა. IMDB-ზე ფილმის გამოსვლის ოფიციალურ თარიღად მითითებულია 2011 წლის მარტი.
როგორც აქამდე გაიგებდით, ამ ფილმის საბოლოო სათაური გადაწყდა ბოლო მომენტში, რადგან აქამდე მას მოიხსენიებდნენ, როგორ GEORGIA ან სისხლიანი აგვისტო და ა.შ.