მადრიდის რეალის და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ
ცსკა-სთან გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო.
ფრანგის წრილობას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა და გაირკვა, რომ მას კუნთზე
სერიოზული დაზიანება აქვს. ბენზემა გუნდს 3 კვირა ვერ დაეხმარება.
"ბენზემა
ძალიან დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ცსკა-სთან
თამაში მის გარეშე, თუმცა ჩემი აზრით იგუაინი ღირსეულად შეცვლის მას."- განაცხადა მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურუნიომ.
შეგახსენებთ,
რომ ამ 3 კვირის განმავლობაში მადრიდის რეალი 4 შეხვედრას გამართავს. მათ
შორის რეალისთვის ძალიან პრინციპულ მატჩს მოსკოვის ცსკა-სთან. |