საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე
გამოცემა ouest-france.fr-ის ვერსიით, საფრანგეთის მეორე ლიგაში ჩატარებული
მეექვსე ტურის შემდეგ, სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამ სიმბოლურში ის
ფეხბურთელები არიან დასახელებული, რომელთა კლუბები მეორე ლიგაში გამოდიან
და საფრანგეთის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენენ.
განვლილ ტურში "ლე მანი” გასვლაზე "ნანტს” დაუზავდა (1:1) და სტუმართა
რიგებში მაკარიძემ დამაჯერებლად ითამაშა. ქართველმა მეკარემ ხსენებული
გამოცემისგან 6-ბალიანი შეფასება დაიმსახურა.
"სოლიდურად ითამაშა. გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის” – იუწყება ouest-france.fr-ი მაკარიძის შესახებ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ მეორე ლიგაში სრულად მეორე თამაში ჩაატარა. |