• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა
20:45
საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა
გუშინ გაიმართა საქართველოს ჩემპიონატისს მე-13 ტურის ხუთი მატჩი:

გაგრა-სიონი 0-0
ბაია-მეტალურგი 1-2
სპარტაკი-მერანი 1-2
ტორპედო-დილა 2-1
ვიტ ჯორჯია-დინამო თბილისი 2-2

"ზესტაფონი" "კოლხეთის" მატჩი კი გადაიდო.

"ბაიამ" სახლში "მეტალურგი" მიიღო და 1-2 დამარცხდა. მე-11 და მე-14 წუთებზე ორი გოლი ირაკლი მიდებაძემ გაიტანა, მეორე ტაიმის დებიუტში 47-ე წუთზე მგელაძემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. ამ დროისთვის "მეტალურგი" მე-4 იმყოფება ის "დინამოს" ჩამორჩება ერთი ქულით "ბაია" კი მე-6 ადგილზეა.
ცხინვალის "სპარტაკმა" სახლში მერანი მიიღო და 1-2 დამარცხდა .26-ე წუთზე პირველი გოლი "მერანის" ფეხბურთელმა გრიგალაშვილმა გაიტანა, შალამბერიძემ კი 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მატჩის მიწურულს 81 წუთზე სუხიაშვილმა ანგარიში 1-2 გახადა და" მერანს" სამი ქულა მოაპოვებინა. ამ დროისთვის "მერანი" მე-5 ადგილზეა "სპარტაკი" კი მე-11 ადგილზე იმყოფება.
ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილა" მიიღო და 2-1 დაამარცხა. მე-15 წუთზე ანგარიში "ტორპედომ" გახსნა, გოლი გამეზარდაშვილმა გაიტანა, მაგრამ 23-ე წუთზე ხორგუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.მატჩის დამთაბრებამდე 25 წუთით ადრე კი მეგრელიძემ ანგარიში 2-1 გახადა. "ტორპედო" ამ დროისთვის ცხრილის ლიდერია, რადგან ზესტაფონის თამაში გადაიდო, დილა კი მე-10 ადგილზეა.
უგოლო ფრე დაფიქსირდა "გაგრა" "სიონის" მატჩში. გაგრა ამ დროისთვის მე-8 ადგილზეა, სიონი კი ბოლო მე-12 ადგილს იკავებს.
ტურის ცენტრალური მატჩი კი "მცხეთა პარკზე" გაიმართა, "ვიტ-ჯორჯიამ" "დინამო თბილისს" უმასპინძლა.
მე-11 წუთზე კაშიამ საჯარიმოში ჩააწოდა, მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ალვარომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 24-ე წუთზე ზაქრაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმის 74-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა "დინამო" წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის დასრულებმადე ერთი წუთით ადრე ჩიმაკაძემ ანგარიში გაათანაბრა. "დინამო" ამ დროისთვის ცხრილის მე-3 ადგილზეა, "ვიტ-ჯორჯია" კი მე-7 ადგილს იკავებს.

1. ტორპედო 28
2.ზესტაფონი 26
3.დინამო 26
4.მეტალურგი 24
5.მერანი 23
6.ბაია 19
7.ვიტ-ჯორჯია 16
8.გაგრა 14
9.კოლხეთი 12
10.დილა 11
11.სპარტაკი 10
12.სიონი 7
კატეგორია: Georgia_GFF | ნანახია: 728 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: ჩემპიონატის, საქართველოს, მიმოხილვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss