reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: გაკვეთილები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1038 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
რა არის მიწის ქვეშ?? 3 კომენტარი
ინფო ვიდეო პოსტერი


ამ გაკვეთილში ვისწავლით თუ როგორ გავუკეთოთ ფოტოს ისეთი ეფექტი თითქოს მიწის ქვეშ დინოზავრის ჩონჩხია…(თქვენ რასაც გინდათ იმას ჩასვამთ)

ნაბიჯი 1:

გვჭირდება სურათი რომელიც იქნება მიწა… მე ავიღე ერთი სურათი რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან!
შემდეგ გახსენით ის ფოტოშოფში, გააკეთეთ შემდეგი მოქმედება Image > Image Size (Alt+Ctrl+I)
რომ შეუცვალოთ ფორმა სურათს (მე გამოვიყენე 1600px width/სიგანე). ახლა Rectangular Marquee Tool (M)-ით მონიშნეთ ადგილი რომელზეც ფიქრობთ რომ მომავალი სამუშაოებისათვის საუკეთესო იქნება, შემდეგ დააჭირეთ Ctrl+J რომ შეიქმნას ახალი ფენა და გადმოვიდეს ჩვენს მიერ მონიშნული ადგილი…

ნაბიჯი 2:

შექმენით ახალი დოკუმენტი (File > New — 800×600 px). ამ დოკუმენტში შექმენით ახალი ფენა დაარქვით მას "ground” და წინა დოკუმენტში მოჭრილი მიწის ნაკვეთი ჩააკოპირეთ ახალ, "ground”-ის ფენაში. მოათავსეთ იგი ფენის (ფურცლის) ბოლოში… ახლა კი დააჭირეთ "ground” ფენას ისე რომ ხელი არ აუშვათ Ctrl-ს, რომ მოვნიშნოთ სურათი. აიღეთ Clone Stamp Tool (S), აირჩიეთ დიდი ზომის (~70px) ფუნჯი (50% Hardness), შექმენით ახალი ფენა (დაარქვით მას "ground over”). დადექით ახალ ფენაზე და შეასწორეთ "ground” ფენა… ყველა შესწორება აისახება "ground over” ფენაზე და არა "ground”-ზე… ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სუფტა მიწა…
რჩევა: იმუშავეთ Clone Stamp Tool-ით სანამ არ მიაღწევთ სასურველ შედეგს…

ნაბიჯი 3:

აიღეთ Eraser Tool (E), ფუნჯი (რომელის უკეთესად მიგაჩნიათ), რომ წაშალოთ მიწის ზედაპირი, ისე რომ დაემსგავსოს რეალურს…

ნაბიჯი 4:

შექმენით ახალი ფენა ყველა ფენის თავში… დააყენეთ მისი blending mode — Color-ზე (დაარქვით მას "grass”).
დააჭირეთ "ground” ფენას ისე რომ ხელი არ აუშვათ ALT-ს რომ გავაკეთოთ ნიშნული. აიღეთ  ( grunge) ფუნჯი და მწვანე ფერის გამოყენებით შეაფერადეთ მიწის ზედაპირი (თითქოს ბალახია) ოღონდ ისე რომ არჩეული გქონდეთ "grass” ფენა , შემდეგ Image -> Adjustments -> Hue/Saturation (Ctrl+U) და ჩაატარეთ ექსპერიმენტები მანამ სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს ( ცადეთ Colorize-ით და მის გარეშე)

ნაბიჯი 5:

გაუკეთეთ დუბლიკატი "grass” ფენას, დაარქვით მას "grass light” — Image -> Adjustments -> Curves (Ctrl+M) და გააღიავეთ ეს ფენა… გაუკეთეთ Layer Mask — "grass light” ფენას, და შავის ფერის გამოყენებით წაუშალეთ მას ქვედა ნაწილი…

ნაბიჯი 6:

შექმენით ახალი ფენა, დაარქვით მას "ground darker”. დადექით "ground” ფენაზე ისე რომ არ აუშვათ Alt-ს რომ გავაკეთოთ მონიშნული ადგილი. შემდეგ Gradient Tool (G)-ი გადაავლეთ "ground darker” ფენას. (თავი იგრძენით თავისუფლად… გააკეთეთ ისე როგორც მოგწონთ) შემდეგ აიღეთ Erase Tool (E) დიდი, რბილი, მრგვალი ფუნჯი განსხვავებული Opacity-თ და ჭაშალეთ შეღებილი აგდილის სხვადასხვა ნაწილები.. შემდეგ აიღეთ Brush Tool (B) (ისევ დიდი და რბილი) Opacity დაახლოებით 10% გაამუქეთ ზოგი ადგილი.

ნაბიჯი 7:

მოდით დავამატოთ სხვა რაღაცებიც რომ უფრო რეალური გამოვიდეს… რაა?? ძვლები?? კი ბატონო… გადმოწერეთ სასურველი არსების (ამ შემთხვევაში მე გადმოვწერე დინოზავრის) სურათი და ჩასვით ჩვენს სურათში… მის ფენას დაარქვით "dino”. ახლა დააჭირეთ ALT-ს არ აუშვათ და დააჭირეთ ფენას. შექმენით ახალი ფენა , დაარქვით მას "dino shadow” (დინოზავრის ჩრდილი) და განათავსეთ იგი "dino”-ს ქვემოთ. შემდგომ, Select > Modify > Expand — 6px და ჩაასხით"dino shadow”-ში შავი ფერი. შემდეგ, Filter > Blur > Gausian Blur რადიუსი დაახლოებით 3,5 px და "dino shadow”-ს ფენის Opacity დაახლოებით 70%.

ნაბიჯი 8:

დააჭირეთ "dino” ფენას ისე რომ არ აუშვათ Alt-ს. შექმენით ქახალი ფენა "dino”-ს ზემოთ და დაარქვით მას "dino edges”. აიღეთ Clone Stamp Tool (S) და "dino”-ს ცოტათი შეულამაზეთ კიდეები… ისე როგორც სურათზეა. შექმენით ახალი ფენა და დაარქვით მას "dino dirt”, დააყენეთ მისი Blending Mode — Overlay-ზე, 50%-იანი ხილვადობით (opacity) და ისევ Clone Stamp Tool (S)-ის გამოყენებით ძვლები დაამსგავსეთ დაძველებულს…

ნაბიჯი 9:

ახლა კი ყველა ფენა რომელიც კი ეხება დინოზავრს (წესით უნდა იყოს ოთხი), ჩაყარეთ ერთ ჯგუფში რომელსაც დაარქმევთ "dino group”, და დაუმატეთ ამ ჯგუფს Layer Mask. აიღეთ რბილი, დიდი და მრგვალი ფუნჯი და დინოზავრის ფეხებთან (შავი ფერით) დასვით "წერტილი”…

ნაბიჯი 10:

შევქმნათ ფესვები. აიღეთ Pen Tool (P) და მიწასა და ბალახს შორის დახატეთ ისე თითქოს ფესვები გამოდის. შექმენით ახალი ფენა და დაარქვით მას "roots”. აიღეთ პატარა (2px), რბილი, თეთრი, მრგვალი ფუნჯი (brush).
ფუნჯს შეუცვალეთ მხოლოდ Shape Dynamics > Minimum Diameter — 50%, შემდეგ stroke the path (დარწმუნებული იყავით რომ Simulate Pressure მონიშნულია). "roots” ფენის ხილვადობა (Opacity) დააყენეთ დაახლოებით 70%-ზე.

ნაბიჯი 11:

ბოლოს რაც დაგვრჩა გასაკეთებელი, ესაა ლამაზი უკანა ფონი. გადმოწერეთ ეს სურათი (სურვილისამებრ შეცვალეთ). ჩააგდეთ ჩვენს სამუშაო სურათში (ყველა ფენის დაბლა), შემდეგ შეუცვალეთ მას ფორმა და დააყენეთ ისე როროგრც მოგწონთ…

საბოლოო შედეგი:

კარგი იქნება თუ უკანა ფონის სურათს გაუკეთებთ შემდეგს: Filter > Blur > Gausian Blur დაახლოებით 1-1,5px-ით. რაც უფრო რეალურს გახდის…

მადლობა ყურადღებისათვის!!





სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss