1) გახსენით სურათი,ვის სურათსაც გინდათ ეს ეფექტი დაადოთ და აგრთვე სასურველი ტატუს სურათი,რომელიც შეგიძლიათ მოძებნოთ google-ში "flash tattoos”
2) გადმოიტანეთ ტატუ ფოტოზე, move tool-ის დახმარებით (V), და ctrl+T-ით ტანის ზომას მოარგეთ.თუ საჭირო იქნა გამოიყენეთ Distort და Perspective ორივე Edit > Transform menu,ტატუ უფრო რეალურად რომ გამოიყურებოდეს.
3) ეხლა შეცვალეთ ტატუს ფენის შერწყმის რეჟიმი Multiply-ით
4) ბოლოს ტატუს გაუმჭვირობა (opacity) დააყენეთ სურვილისამებრ და უფრო რეალური შედეგისთვის გამოიყენეთ blur ეფექტი. (filter>blur>gaussian blur პარამეტრები დააყენეთ სურვილისამებრ). ეფექტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შავ-თეთრი ასევე ფერადი ტატუსთვის.