- 14.06.2011
- Просмотров: 775
- Категория: თამაშები

ამ თამაშში გელოდებათ
წარმოუდგენელი თავგადასავლები სამეფოში, რომელიც ქაოსსა და ანარქიაშია
ჩაძირული. უნიკალური გმირების რაზმთან ერთად მოგიწევთ თავგანწირული
სიმამაცის გამოჩენა, ურჩხულთა ურდოს განადგურება და ქვეყნის
მოქალაქეებისთვის ნათელი მომავლის იმედის გაჩენა. თამაში შეიძლება როგორც
მარტომ, ისე მეგობრებთან ერთად გაიაროთ.
- 14.06.2011
- Просмотров: 1056
- Категория: თამაშები

წლის ერთ-ერთი ყველაზე
სასურველი სპორტული თამაში SSX მრავალ სიურპრიზს გვთავაზობს. EA-ის მორიგი
წარმატებული პროექტი "იმედისმომცემ" singleplayer-სა და აქამდე არნახულ
multiplayer-ს წარმოგვიდგენს. დახვეწილი გეიმფლეით, რეალიზმის საოცარი
განცდით და ადრენალინის დიდი დოზით "გაჟღენთილი" ეს უჩვეულო სპორტული
ჟანრის თამაში წარმოუდგენელ შოუს გვპირდება.
მსოფლიო პრემიერა: იანვარი 2012
- 05.06.2011
- Просмотров: 754
- Категория: თამაშები

EXCLUSIVE on NAXALOVKA.DO.AM
ელექტრონული
გასართობი ექსპოზიცია, უფრო ცნობილი, როგორც E3 კომპიუტერული თამაშების
ყოველწლიური სავაჭრო შოუა, რომელიც ვიდეო თამაშების შემქმნელებისთვის
შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარი "გამოსასვლელი" თამაშების
პრეზენტაციისა და პოპულარიზაციისთვის. გეიმ ინდუსტრიაში წლის უდაოდ ყველაზე
მნიშვნელოვანი მოვლენა წელს ლოს ანჯელესში, Convention Center-ში
გაიმართება. ამ მრავლის მომცველი ექსპოზიციის ორგანიზატორი ჩვეულებისამებრ
Entertainment Software Association (ESA)გახლავთ, რომელიც 17 წლიანი
გამოცდილების ხარჯზე, ზაფხულის დასაწყისში შესანიშნავ შოუს გვპირდება.
E3 დაიწყო!
იხილეთ E3 2011 ექსკლუზიური თრეილერები
LAST UPDATE: June 3, 2011
სიას დაემატა: Prototype 2, Assault Horizon თრეილერები და E3 2011-ის სრული გრაფიკი
- 31.05.2011
- Просмотров: 748
- Категория: თამაშები

2011 წლის ერთ-ერთი
ყველაზე სასურველი თამაში, Bethesda Softworks-ის მიერ შექმნილი და
გამოცემული, Creation Engine-ით მოდერნიზებული დახვეწილი RPG-ის ჟანრის
ექშენი - The Elder Scrolls: Skyrim საინტერესო სიუჟეტსა და წინა სერიებთან
შედარებით მრავალი ნიუანსით "დახუნძლულ" გეიმფლეის გვთავაზობს.
მსოფლიო პრემიერა: 11.11.2011
პრეზენტაცია E3-ზე 

- 22.05.2011
- Просмотров: 971
- Категория: თამაშები

მწარმოებლებმა დაარქვეს თავიანთ თამაშს "იმპერია", მაგრამ მას უფრო "კაზაკი 3" მოუხდებოდა.აქ არის 19-ე საუკუნეც,ახალი ძლიერი Al,ახალი იუნიტები...ამ მოდის შესაქმნელად მწარმოებლებს დასჭირდათ ორი წელი.ამ მოდში თქვენ გელით სამი საუკუნე,სრულიად არის გადამუშავებული კომპიუტერული ოპონენტი Al-ის ფსიქოლოგია,სტრატეგია და ტაქტიკა.წარმოდგენილია 20 ქვეყანა და 4 ტიპის მოსახლეობა.აგრეთვე 19-ე საუკუნისთვის არის შექმნილი 46 ახალი იუნიტი!!!
- 22.05.2011
- Просмотров: 806
- Категория: თამაშები

შუა XVI საუკუნე. ფეოდალური იაპონია, ყოფილი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი იმპერატორი, დანაწევრებული იაპონია სხვადასხვა მეომარ კლანებთან ერთად, თამაშს ასევე გააჩნია ავტომატური მოგების და ბრძოლის ხილვის ფუნქცია, მოთამაშის ერთმა ბრძოლამ შეიძლება გამოიწვიოს გამარჯვება, ხარკი ახდევინო სხვა ქვეყანას, თქვენ შეგიძლიათ ასევე ითამაშოთ დიპლომატიური თამაში.
- 22.05.2011
- Просмотров: 835
- Категория: თამაშები

Need For Speed: Hot Pursuit – ახალი ნაწილია გიჟური რბოლებისა, რომლებშიც ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი პოლიციელებისგან გაქცევაა. თამაშში არის სპეციალური ფუნქცია Need for Speed Autolog, ეს ფუნქცია მოგცემთ საშუალებას შეადაროთ თქვენი დრო თქვენი მეგობრების დროსთან და მიიღოთ ან გასცეთ სასარგებლო რჩევები. ამ პროექტში თქვენ თავს იგრძნობთ როგორც ავტო მრბოლელი, ასევე პოლიციელი რომელიც ძლიერი მანქანითაა აღჭურვილი. თამაში ასევე შესაძლებელია ონლაინში.
- 22.05.2011
- Просмотров: 739
- Категория: თამაშები

2007 წლის
საუკეთესო RPG-ს ჟანრის თამაშის სიქველი კვლავინდებურად რივიელი ჯადოქრის
გერალტის შესახებ მოგვითხრობს. საკმაოდ პოპულარული საგის მეორე ნაწილი
მასშტაბურ, მრავალფეროვან და საკმაოდ დახვეწილ სიუჟეტს გვთავაზობს.
თამაშის ეპიკურობასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ორიგინალური საბრძოლო
სისტემისა და ტაქტიკური ელემენტების საოცარი სინთეზი დინამიურ ექშენს
ქმნის.
მსოფლიო პრემიერა: 17.05.2011
- 22.05.2011
- Просмотров: 776
- Категория: თამაშები
- 22.05.2011
- Просмотров: 776
- Категория: თამაშები

E3-მდე
(ელექტრონული გასართობი ექსპოზიცია) სულ რაღაც ერთი თვე დარჩა. მოემზადეთ
დიდი თამაშების მეგა ბუმისთვის... გეიმ ინდუსტრიაში წლის უდაოდ ყველაზე
მნიშვნელოვანი მოვლენა წელს ლოს ანჯელესში, Convention Center-ში
გაიმართება. ღონისძიება 7 ივნისს აიღებს სტარტს და ამავე თვის 9 რიცხვში
დასრულდება.
სიახლეში გთავაზობთ დიდი ხნის ნანატრი თამაშების სიას, რომელთა პრეზენტაციაც 7 ივნისს მოეწყობა..

LAST UPDATE: May 11, 2011 06:50
LAST UPDATE: May 12, 2011 06:50
LAST UPDATE: May 13, 2011 10:07