NAXALOVKA.DO.AM - NAXALOVKA

Игровые сервера

Темы форума

200

Полезные статьи

    საიტზეა: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებლები: 0

Видео

На наших серверах Counter Strike:Source зачастую играют девушки!
Наши сервера занимают лидирующие позиции среди Международных!
Один из серверов Call of duty 4 имеет кастомные карты!
Несколько серверов Call of duty 4 имеют HARD режим!
Наши сервера Counter Strike:Source имеют разнообразные моды!
Один из наших серверов Call of duty 4 с АСЕ модом, имеет HARD режим!
Наши сервера Left 4 Dead 2 имеют разнообразные режимы!
Включайся в борьбу с монстрами Left 4 Dead 2 на серверах Мегатрон!
Динамика игры и сочетание режимов Left 4 Dead 2 просто захватывает!
Войди в роль Инженера на наших серверов Team Fortress 2!
Или выбери одного из других доступных в игре Team Fortress 2!
Инженерам в Team Fortress 2 есть чем заняться!
Разведчик Team Fortress 2 имеет большие приеимущества перед остальными!
Стань солдатом, на наших серверах Team Fortress 2!
rss

ინფორმაცია თამაშზე

დასახელება: Call of Duty: Modern Warfare 3
გამოშვების თარიღი: 08.11.2011. პრეზენტაცია - E3-ზე
ენა: ინგლისური (ორიგინალი)

ჟანრი: First-person Shooter
შემქმნელი: Sledgehammer Games, Infinity Ward, Raven Software.
გამომცემელი:Activision
ძრავა: IW 4.0
პლატფორმა: Xbox 360, PS3, Wii, Microsoft Windows
ოფიც. საიტი: Call of Duty Home Page

თამაშის აღწერა
ერთდროულად სამი ყველაზე კომპეტენტური გეიმ-სტუდიის - Sledgehammer Games-ის, Infinity Ward-ისა და Raven Software-ის მიერ შექმნილი, თანამედროვე ტექნოლოგიის შესანიშნავი ნიმუშის - IW 4.0-ის ძრავით მოდერნიზებული, Activision-ის მორიგი შედევრი - Call of Duty: Modern Warfare 3 მრავალ გასაოცარ სიურპრიზს გვპირდება. 2011 წლის ყველაზე სასურველი თამაშის პრეზენტაცია სულ რაღაც 24 დღეში, ელექტრონულ გასართობ ექსპოზიციაზე - E3-ზე იგეგმება, თამაშის რელიზი კი მიმდინარე წლის 8 ნოემბერს იგეგმება. აქვე შეგიძლიათ იხილოთ MW 3-ის სრული სიუჟეტი უმცირეს დეტალებში.

თამაშის სცენარი: sm_biggrin

Call of Duty: Modern Warfare 3-ში მოქმედება მისი პრიქველის - MW2-ის დამთავრებისთანავე იწყება. შეერთებული შტატები რუსული სამხედრო ძალების მიერ ალყაშია მოქცეული, რუსი ულტრანაციონალისტი ვლადიმერ მაკაროვი კი ისევ თავისუფალია.
ამერიკის სამხედრო ძალების დაჭრილ კაპიტნებს ჯონ "სოუფ" მაქტავიშსა და ჯონ პრაისს, რომლებიც რუს ინფორმატორთან ნიკოლაისთან ერთად ინდოეთს, კერძოდ კი ქალაქ დარმასალას აფარებენ თავს, მოულოდნელად მაკაროვის ხელქვეითები ესხმიან თავს. ბრძოლის ქარცეცხლში, მოთამაშეები ნიკოლაის ერთგული დამხმარის იურის როლს განასახიერებენ. საბოლოოდ ჯგუფი ამ ვითომდა "უსაფრთხო" ადგილს ვერტმრფენის საშუალებით დააღწევს თავს.
ამის შემდეგ, მოქმედება ინაცვლებს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სადაც რუსი სამხედროები ჰადსონის მდინარეში განთავსებული ფლოტიდან დარტყმებს ანხორციელებენ. აშშ-ს მთავრობა დასახმარებლად ცნობილ დანაყოფს - Delta Force-ს უხმობს. ამჯერად გეიმერები შეასრულებენ Delta Force-ის უფროსის - სენდმენის დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკოსის - ფროსტის როლს. მისი მთავარი მისია ნიუ-იორკის Stock Exchange-ის თავზე მდებარე კოშკის აფეთქებაა, რომელიც ამერიკელების კონტრშეტევისთვის ადგილს გაანთავისუფლებს. შემდგომ, Delta საჰაერო მოიერიშით - Blackhawk-ით მიფრინავს ქალაქის ნავსადგურისაკენ, სადაც მათ უნდა გაანადგურონ რუსული წყალქვეშა ნავი, რომელიც მისიას კოორდინებას უწევს. ამერიკული კრიზისიდან ექვსი თვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი მიფრინავს ამერიკულ მხარესთან სამშვიდიბო დეკლარაციის გასაფორმებლად. ამჯერად მოთამაშეები რუს აგენტს განასახიერებენ, რომლის დავალებაც ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა (რაც არცთუ ისე კარგად გამოუვა). ამის მიზეზი კი გახლავთ გამტაცებლები , რაღათქმაუნდა მაკაროვის ხელმძღვანელობით. მათი მიზანი პრეზიდენტისა და მისი ქალიშვილის გატაცებაა. გოგონა გაქცევას მოახერხებს, მაგრამ მრისხანე მაკაროვი პრეზიდენტისგან საიდუმლო კოდებს ითხოვს, რომლის ცოდნაც შესაძლებელს გახდის კონფედენციალური მისიის განხორციელებას - ამერიკაზე კიდევ ერთი მოულოდნელი იერიშის მიტანას. ამის შემდეგ ვრუნდებით სოუფთან, პრაისთან და იურისთან, რომლებიც ამჟამად აფრიკაში იმყოფებიან და მაკაროვის ძიებას განაგრძობენ. ისინი შეხვდებიან ადგილობრივ სამხრეთ აფრიკელ იარაღის გამსაღებელს, რომელიც მათ საჭირო ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, მაკაროვი ქიმიური იარაღის შეძენას აპირებს, რომელიც ერთ გემზე მდებარეობს. შემდეგ ჯგუფი სიერა ლეონეში მიემგზავრება, სადაც მათ იარაღები უნდა დაიცვან აფრიკული მილიციისაგან. შემდგომ გეიმერები შეასრულებენ SAS-ის ტექნიკოსის როლს, რომელმაც ლონდონის გემთსაშენში მასიური განადგურების იარაღის გადაცემა უნდა ჩაშალოს. სროლების "ატეხვის" შემდეგ აგენტები გაიქცევიან და ლონდონის მეტროს "შეაფარებენ" თავს. მისია მთავრდება პარლამენტის შენობის წინ მდგარი "შეუმჩნეველი" სატვირთოების სერიული, მასიური აფეთქებებით. ლონდონის კატასტროფას მხარს უბამს აგრეთვე ევროპის სხვა რამოდენიმე ქალაქსა და სამხედრო ბაზებზე განხორციელებული ყოვლად წარმოუდგენელი სიმძლავრის ტერაქტები, რომლის უკანაც რუსეთი დგას. მსხვერპლთა რიცხვი უკვე ათიათასობით ადამიანს აღწევს... ამის შემდეგ, ისევ ვბრუნდებით აფრიკაში, სადაც პრაისი აღმოაჩენს, რომ ადგილობრივმა ინფორმატორმა მათ უღალატა, ამიტომაც კაპიტანი მის დასაკითხად სომალიში მიემგზავრება. დაკითხვამ წარმატებით ჩაივლის. სამხრეთ აფრიკელის ცნობით, მაკაროვის მარჯვენა ხელი, ვოლკი პარიზში იმალება. შემდგომ ჩვენ ყურადღებას იპყრობს გერმანია, ჰამბურგი, სადაც მოთამაშეები ამერიკის სამხედრო ძალების ტანკისტს განასახიერებენ, რომელიც ქალაქის ქუჩებში რუსების საარტილერიო დივიზიას გასაოცარ წინააღმდეგობას უწევს. ჰამბურგის დაცემის შემდეგ, მოქმედება ინაცვლებს პარიზში, პრაისთან და მის რაზმთან. გეიმერები კვლავ Delta Force-ის ტექნიკოსის ფროსტის როლს შეასრულებენ, რომელიც ფრანგული სპეცრაზმის დახმარებით, ვოლკის ადგილსამყოფელზე - ქალაქის მიწისქვეშა კატაკომბებზე იერიშის მიტანას ცდილობს. მისიის წარმატებით შესრულების შემდეგ, ფროსტი ვოლკს შეიპყრობს, დაკითხავს და მისგან შეიტყობს პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში, მაკაროვთან გასამართი ვიზიტის შესახებ. ამის შემდეგ, მოთამაშეები იურის გააკონტროლებენ, რომელიც სოუფთან ერთად რუსების კონტროლირებად ქალაქში- პრაღაში იმყოფება. მეწყვილეები გაიყოფიან და მაკაროვს ერთ-ერთი ეკლესიის სამრეკლოში დაესხმებიან თავს. რუსი ულტრანაციონალისტი სასწაულებრივად მოახერხებს გაქცევას, იურის, სოუპსა და პრაისს კი მოუწევთ შეიარაღებული რუსებით სავსე ქალაქს როგორმე თავი დააღწიონ. შემდგომ იური გუნდს ჩეხეთის მთებში მდებარე, მაკაროვის შტაბისკენ მიუძღვება. ისინი აღმოაჩენენ, რომ ცივსისხლიან ლიდერს რუსეთის პრეზიდენტი ჰყავს და მისგან კოდების გაგებას ცდილობს. თავის მხრივ, მაკაროვის ხელქვეითებიც აღმოაჩენენ პირველი პირის ქალიშვილის ადგილსამყოფელს. ამჯერად, გეიმერები ისევ ფროსტის "საშუალებით" შეეცდებიან მაკაროვზე სწრაფად იპოვონ გოგონა და დაიცვან იგი, მაგრამ ეს მათ არცთუ ისე კარგად გამოუვათ, რადგან რუსები მას შეიპყრობენ და გაიტაცებენ. შემდგომ, ფროსტი გეზს მოსკოვისკენ იღებს, სადაც Delta Force-ის სხვა წევრებთან ერთად კრემლზე მიაქვს იერიში და ათავისუფლებს მძევლებს. მაგრამ მაკაროვი მაინც ახერხებს გაქცევას.
თამაშის უკანასკნელი მისია ხდება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, სადაც იური, პრაისი და სენდმენი კარგად ორგანიზებულ იერიშს ანხორციელებენ გამაგრებულ სასტუმროზე, პოულობენ მაკაროვს და კლავენ მას!!!
P.S. შესაძლოა თამაშში შევიდეს დამატებითი მისია, რომელშიც მოქმედება დანგრეულ ვაშინგტონში მიმდინარეობს.


და კიდევ , ყველას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები! თუ ინფორმაციის წყარო გაინტერესებთ, მომწერეთ და გეტყვით. მომპარავს კი ...... 067


ფაილი

ხანგრძლივობა: 00:00:34
ფორმატი: WMV
ხარისხი: AVC1(GVC)
ვიდეო: 1280:1024 / 1411Kbps
აუდიო: BitRate(Bit/sample) : 16 / 8Channel
ზომა: 9MB
სიახლის html-ბმული
სიახლის BB-ბმული
პირდაპირი ბმული
ყურადღება!!! ფაილის მაქსიმალური სისწრაფით გადმოწერისთვის გამოიყენეთ პროგრამა Internet Download Menager-ი

Call of Duty: Modern Warfare 3 (2011/HD-720p) Teaser Trailer



Теги:

  • Комментариев: 0
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.

Информация
Посетители, находящиеся в группе Гости, не могут оставлять комментарии к данной публикации.