reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სპორტის სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 997 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
ქეროლმა დალგლიშსა და სუარესზე ისაუბრა
ინფო ვიდეო პოსტერი


ენდი ქეროლი თლის, რომ მისი და მთლიანად კენი დალგლიშის რეფორმირებული გუნდის რეალური შესაძლებლობების გამოვლენას მხოლოდ დრო სჭირდება…

ინგლისელმა ფორვარდმა სრული 90 წუთი ითამაშა სანდერლენდთან მატჩში, რომელიც წითლებმა 1-1 დაასრულეს. ეს უსიამოვნო ფრე პირველი ტურის შემდეგ "არც ისე უსიამოვნო” გახდა, რადგან 3 ქულის მოპოვება მხოლოდ სამმა გუნდმა შეძლო და ბუნებრივია ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

"ჩვენ რათქმაუნდა იმედგაცრუებულნი ვართ შედეგით, მაგრამ მეორე ბიჭები კმაყოფილნი არიან პირველი თამაშით” – განაცხადა ქეროლმა – "პირველ ტაიმში მართლაც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი საგოლე შანსიც შევქმენით, მაგრამ მეორე ნახევარში ტემპი დავაგდეთ და მათ მივეცით თამაშის გახსნის საშუალება.”

"ვფიქრობ იმდენი სახიფათო მომენტი შევქმენით, რომ შეიძლება ითქვა გუნდი საკმაოდ კარგადაა შეთამაშებული. რასაკვირველია ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა დრო ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და გუნდის უკეთ შესაკრავად, მაგრამ ჩვენი გადაცემებით და მოედანზე მოძრაობით, ვაჩვენეთ რომ იქამდე ბევრიც არ გვიკლია…”

"გვსურს უფრო მეტი გოლი გავიტანოთ ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც შევძლებთ. ჩვენ ახლა სანდერლენდთან მატჩიდან პოზიტიური მხარეები უნდა გამოვიყენოთ და მომდევნო მატჩისთვის უკეთ მოვემზადოთ.”

ქეროლი იანვარში ლივერპულის სარეკორდო შენაძენი იყო, თუმცა გასულ სეზონში თავის წარმოჩენა ტრამვების გამო ვერ შეძლო. თუმცა მისი დუბლი მანჩესტერ სიტისთან არამარტო ლივერპულის, არამედ ინგლისის ფანებსაც უსახავს იმედს, რომ მათი 9 ნომერი მომავალში შესანიშნავად ითამაშებს. თავად ქეროლს კი პირველ რიგში ლივერპულთან ერთად სურს წარმატებების მიღწევა.

"მე პირველ რიგში კარგი წინა-სასეზონო მომზადება მჭირდებოდა, რადგან გასულ სეზონში ტრამვირებული ვიყავი საკმაოდ დიდი ხნით და სასიამოვნო იყო ჩემთვის რამოდენიმე ამხანაგური მატჩის ჩატარება, რათა ფიზიკური ფორმა გამეუმჯობესებინა და თან რამოდენიმე გოლიც გამეტანა.” – აცხადებს ენდი – "პრე-სეზონი ძალიან დამეხმარა იმ მცირე ნაკლების გამოსწორებაში რაც მქონდა. ახლა მთავარია ბოლომდე შევინარჩუნო ფიზიკური ფორმა და ვაჩვენო თუ რა შემიძლია რეალურად.”

"კენი მართლაც დიდებული მწვრთნელია და არაჩვეულბრივი გრძნობაა, როცა მის მხარდაჭერას გრძნობ. მე კი მსურს რომ მას ეს ნდობა გავუმართლო…”

"ვარჯიშებზე იგი ხშირად მაძლევს ხოლმე მითითებებს და რასაკვირველია მე მას უნდა მოვუსმინო და მისი რჩევები თამაშის დროს გამოვიყენო.”

"შესანიშნავია, როცა იცი, რომ მას სწამს შენი და ეს ძალიან მეხმარება. მე ისეთი თამაში უნდა ვაჩვენო, როგორმაც მომიყვანა ლივერპულში და ვალდებული ვარ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები ენფილდზე. ერთი რამ კი ფაქტია, მიყვარს ამ კლუბში თამაში…”

ლივერპული ენდი ქეროლი და ლუის სუარესი ფაქტიურად ერთად შეიძინა, თუმცა ენდის ტრამვების გამო მათ მხოლოდ 6 მატჩი აქვთ ჩატარებული ერთად.

"ლუისთან თამაში დიდებულია.” – განაცხადა ქეროლმა – "იგი არ ყოფილა ჩვენთან ერთად პრე-სეზონში, რადგან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ყველამ კარგად იცის თუ რას ნიშნავს იგი დღეს კლუბისთვის და სანდერლენდთანაც ნახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის, ასე რომ მოხარული ვარ მისი დაბრუნებით.

"გასულ სეზონში იგი უდაოდ ბრწყინვალე იყო და გოლებს როგორც სხვებს უქმნიდა, ისე თავადაც იტანდა ხოლმე. მისგან ამ სეზონშიც სწორედ იგივეს ველით…”




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss