reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: snugo
ნანახია: 1218 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ინფო ვიდეო პოსტერი



ყველაფერი მე მოვიდზიე და ავტვირთე !!! 



სახელი მარიამი ქართულ ენაზე "შეუპოვარს", "დაუმორჩილებელს", და "უარმყოფელს" ნიშნავს. მისი არაოფიციალური ფორმებია"მარი, მარიკა, მერი, მერაია, მაშა და ა.შ. ......


ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა ამქვეყნიური ცხოვრება ხანდაზმულობის ასაკში დაასრულა, მისი გარეგნობის აღწერილობა წმიდა ეპიფანესა და ნიკიფორე კალისტისის ისტორიულ წყაროებშია დაცული. იგი იყო ზომიერი სიმაღლის, საშუალოზე ოდნავ მომაღლო, სახე ხორბლისფერი ჰქონდა, თმა ღია და ოდნავ ოქროსფერი გადაჰკრავდა, თვალები - ნათელი, მზერა - გამჭრიახი, გუგები ზეთისხილისფერი, წარბები ოდნავ მოდრეკილი და საკმაოდ შავი, ცხვირი მოგრძო, ბაგე - ფერით ვარდს მიმსგავსებული და ტკბილი სიტყვით სავსე, სახე არც მრგვალი და არც წაწვეტებული, არამედ ოდნავ მოგრძო, ხელები და თითები გრძელი, იგი გამოხატავდა უბრალოებას და სრულ მორჩილებას.
ყველა თანამედროვე, ვინც მისი ხილვის ღირსი გახდა, მოწმობს, რომ მისი გარეგნობა საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. დიონისე არეოპაგელმა ღვთისმშობელი უკვე ხანდაზმულობის ასაკში იხილა, დიონისე ამ შეხვედრის შესახებ პავლე მოციქულს მოუთხრობს და ამბობს, რომ მისი გონება და გული წმიდა ქალწულის ღვთაებრივი სილამაზის ხედვით მოუძლურდა და რომ არ სცოდნოდა, რომ ღმერთი ერთია, ისევე სცემდა მას თაყვანს - როგორც ჭეშმარიტ ღმერთს.
ტანსაცმელი ყოველგვარი ფუფუნებისაგან თავისუფალი და მოკრძალებული ემოსა ღვთისმშობელს. ნაბიჯი დიდებული და მტკიცე ჰქონდა, მზერა - სერიოზული და საამო, საუბარი - მშვიდი, რომელიც უბოროტო გულიდან მოდიოდა, ურთიერთობა - ბუნებრივი და უბრალო. ღვთაებრივი სულის მთელი მშვენიერება მის სხეულზე იყო აღბეჭდილი. მაგრამ გარეგნული სილამაზე წარმოადგენდა მხოლოდ გამჭვირვალე საფარველს, რომელშიც მისი გონებისა და სულის უხრწნელი მშვენიერება ბრწყინავდა. ყოველ საქმეში იგი მოკრძალებულ დიდებულებასა და უმანკოებას ავლენდა. ის ამ ქვეყნად დედათა შორის უდიდებულესი და და უმშვენიერესი იყო. იმიტომ, რომ იგი იყო წმიდა ქალწული, მარტო სხეულით კი არა - სულითაც. რადგან მის სახეში თავმოყრილი იყო მადლის მთელი საუნჯე. ვიმეორებთ წმიდა მამათა სიტყვებს: „ ჭეშმარიტად, წმიდა ქალწულში მხოლოდ მისი სხეულის უხრწნელება და სიწმიდე კი არ განგვაცვიფრებს, არამედ სულის განსაკუთრებული სრულყოფილება”. ყველა მისი სურვილი ერთი მიზნისკენ იყო მიმართული. სიძულვილს მხოლოდ ცოდვისადმი განიცდიდა. ის გულით მშვიდი იყო, საუბარში კეთილგონიერი, ცოტას და მხოლოდ აუცილებელს ამბობდა, კითხვაში მონდომებული, ყოველთვის შრომისმოყვარე, ყველაზე მზრუნველი, იგი მსაჯულად ადამიანს კი არა ღმერთს თვლიდა. ღატაკთა და ტანჯულთა მიმართ მოწყალე, დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. მისი უანგარო მორჩილება და ღმერთზე მინდობა, განუწყვეტელი ლოცვა, მძიმე განსაცდელთა უდრტვინელად დათმენა, ახლობლების მიმართ გულთბილობა თვით ზეციურ ძალებზე მაღლა აყენებდა. უფლის საყდრის წინაშე შიშითა და ძრწოლვით წარდგომილა ყველა, ისე როგორც სუსტ და უმწეო არსებას შეჰფერის დგომა ყოვლადძლიერი შემოქმედის წინაშე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უდიდესი დედობრივი კადნიერებით მიმართავს თავის ძეს და ღმერთს და ამიტომ მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. ყოველივე შეერთდა ყოვლადწმიდა ქალწულში, რათა ჩვენთვის - ცოდვილთათვის ცხადი გამხდარიყო, თუ სად უნდა ვეძებოთ შეწევნა და შუამდგომლობა. ის სულწმიდის ყოველგვარი ნიჭით იყო შემკული, მხოლოდ მას უგალობს ეკლესია: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო.”
თითქმის 19 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ახალშობილი მხსნელის სადიდებლად ანგელოზების საზეიმო გალობა გაისმა - და მას შემდეგ ეს მადლისმიერი სიხარული თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადმოეცემოდა. ჩვენ - მართლმადიდებლებმა განა პატივი არ უნდა მივაგოთ ღვთისმშობელს?! ცის ქვეშეთში ხომ იესოს სახელზე მაღალი სახელი არ არსებობს, მისგან მივიღეთ მადლი და ხსნა. როგორ არ განვადიდოთ იგი, რომელმაც მხსნელი მოგვივლინა ქვეყნად?! ვინც აღზარდა იგი, ვისაც ემორჩილებოდა უფალი. ღვთისმშობელი არის ჩვენი იმედის საფუძველი, მისი დიდებულება ჩვენი ლოცვის ძალაა. თაყვანისცემა ყოვლადწმიდა ქალწულისადმი ქრისტეს ყველა მიმდევრის მოვალეობაა. ისაა ცოცხალი ტაძარი უფლისა! სამოციქულო მისიით მის მზრუნველობას მიანდო იესო ქრისტემ ქართველი ერი.
ქრისტიანებმა იმთავითვე შეიცნეს ღვთისმშობლის მეოხების ძალა. გამუდმებით ლოცვით მიმართავდნენ მას, შემწეობას სთხოვდნენ, ადიდებდნენ და წყალობისათვის ჰმადლობდნენ. თუკი წმიდანები მთელ ქვეყნიერებაზე განდიდნენ, განა უპირატესი ქება-დიდება არ შეშვენის სიმართლისა და სიწმიდის დამცველს, რომელიც სიტყვა - ღმერთის ცოცხალი ჭურჭელი იქმნა?! ეკლესიის მამები სიტყვებს ვერ პოულობენ მის შესამკობად, მაგრამ როგორ უნდა დავდუმდეთ, როდესაც გული ცისა და ქვეყნის მოწყალე დედოფლისადმი მადლიერებითაა სავსე?!
ქრისტიანებმა იციან ღვთისმშობლის მეოხების ძალა და ამიტომ გაჭირვების ჟამს მას სთხოვენ შემწეობას, მის მფარველობას ანდობენ საკუთარ თავს, ახლობლებს და ყველაფერს, რაც კი ძვირფასი გააჩნიათ. რადგან სწამთ, რომ მაცხოვარი უარს ვერაფერზე ეტყვის თავის ყოვლადწმიდა დედას. ღვთისმშობელი თვითეული ჩვენგანისათვის ზრუნავს, რადგან მისმა საყვარელმა ძემ ყოველგვარი წამება დაითმინა, თვით მისი გული კი მწუხარების მახვილმა გააპო, რათა ადამიანებისთვის ხსნა მიენიჭებინა. როგორ არ იზრუნებს ღვთის დედა მათთვის ვისთვისაც მისი ძე მტანჯველი სიკვდილით ჯვარზე აღესრულა?! როგორ არ ეყვარება ისინი, ვინც უფლის სისხლმა ზეციური სასუფევლისათვის გამოისყიდა?! ცოდვილებს შორისაც არ არსებობს უფრო მაღალი და დიდი გრძნობა, ვიდრე მრავალცოდვილი დედის სიყვარული მრავალცოდვილი შვილისადმი, დედისა, რომელიც იცავდა შვილს ბავშობის წლებში, ამიტომ უმაღლესი სიყვარულია დედა-შვილობა. მაშ, რაღა ვთქვათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე - განხორციელებულ სიწმიდესა და სიყვარულზე და მის ძეზე - ქრისტეზე, ღვთაებრივ სიმართლესა და უსასრულო გულმოწყალებაზე და მათი დედა-შვილობის ღვთაებრივ სიყვარულზე?!
ძე ღვთისა ამაღლდა ცად, „მჯდომარე არს მარჯვენით მამისა” და გამუდმებით ისმენს თავისი ღვთაებრივი დედის სიტყვას, ხოლო იგი - ღვთისმშობელი თავისი ძისა და ღმერთის მიერ ზეციურ სასუფეველში აღყვანილი, მისი გამომხსნელი საქმის სიყვარულითაა სავსე. არასოდეს არ ნელდება ეს დიდი და ყოვლისმომცველი სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რომელსაც ადამიანები მწუხარებისა და გაჭირვების ჟამს თავშესაფრად მიიჩნევენ. ღვთისმშობელმა ტანჯვის ფიალა შესვა, თავისი ძის ჯვარცმისას გული ტკივილმა გაუპო და განა ჩვენს მწუხარებას ვერ გაიგებს, თუკი მას შველას შევთხოვთ? ჯვარცმულმა მაცხოვარმა სიკვდილის წინ თავისი საყვარელი მოწაფის სახით თითოეულ ქრისტიანს მიმართა: „აჰა, დედა შენი”. ამიტომ არის რომ, უდიდესი მჭმუნვარების ჟამს, როცა ჩვენი გული მწუხარებისაგან იფლითება, მივმართავთ ხოლმე ყოვლადწმიდა დედას, მივმართვათ, როგორც ბავშვები, საკუთარი უმწეობა რომ იციან და ვუხმობთ: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ვიღუპებით, ისწრაფე ჩვენს დასახმარებლად, შენ მოგიხმობთ, მოწყალეო, შეგვეწიე, გონს მოგვიყვანე, ცათა სასუფევლის გზაზე დაგვაყენე, მოგვეცი ძალა, რომ კეთილი საქმით, წმიდა ზრახვებით, რწმენითა და და უფლის მცნებათა აღსრულებით შენი დედობრივი შუამდგომლობა მოვიპოვოთ უფლის წინაშე”.
ვის ძალუძს ღვთის დედის გულმოწყალების ყველა სასწაული აღწეროს?! უბედურებისგან ვინ დაგვიხსნიდა მისი შეწევნის გარეშე?! რომელი მტრისგან არ გვიხსნის იგი?! რომელ მწუხარებს არ განაქარვებს?! თვით სამართლად ჩვენზედ მოვლენილ ღვთის რისხვას აგავცილებს მისი მეოხება. მისი სასწაულთმოქმედი ხატების წინაშე წყაროებად იღვრება მწუხარეთა და შეჭირვებულთა ცრემლი და განა უნუგეშოდ სტოვებს იგი ვინმეს?!




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss