reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1156 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
HTML-CSS-JavaScript-PHP-MYSQL
ინფო ვიდეო პოსტერი


HTML - ჰიპერტექსტური აღწერის ენა (HyperText Markup Language), ტიმ ბერნერს-ლის მიერ 1993 წელს შექმნილი აღწერის ენა განკუთვნილია ვებ–გვერდების შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტის საშუალებით. HTML ელემენტების სტილი განსაზღვრულია CSS-ით (Cascading Style Sheet). CSS–სტილი შეიძლება იყოს HTML დოკუმენტში ჩართული ან გარეშე ფაილიდან დაკავშირებული.

JavaScript - პროგრამირების ერთ ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა. სახელწოდება ჯავასკრიპტი, როგორც სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირებულია ფირმა Sun Microsystems, Inc-ის მიერ. ჯავასკრიპტი შეიძლება იყოს HTML-ის შემადგენელი ნაწილი და მოთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილას, შეუზღუდავი რაოდენობით. იგი ყოველთვის მოთავსებულია ტეგებს შორის, სტანდარტის მიხედვით, type="text/javascript" ტეგის საშუალებით.

PHP (Hypertext Preprocessor) არის სერვერული სკრიფტინგის ენა, რომელიც თავისი ოპერატორებით PHP კოდს, ბრაუზერში გარდაქმნის HTML და XHTML კოდად. ბრაუზერის მისამართების პანელში ვებ გვერდის გამოძახებისას სახელწოდების ბოლოს php დაბოლოება ნიშნავს იმას, რომ მოცემული ვებ გვერდი შექმნილია PHP კოდით. ბრაუზერში გვერდის ვებ-კოდების მოთხოვნისას, არ გამოჩნდება PHP კოდი, გამოჩნდება მხოლოდ HTML კოდი. ეს ტექნოლოგია პროგრამირებაში ახალი არაა და იგი ჯერ კიდევ PERL -ში გამოიყენებოდა, რომლისაგანაც წარმოიშვა PHP. PHP უზრუნველყოფს მრავალ მონაცემთა ბაზას მათ შორის ყველაზე გავრცელებულ MySQL–ს.

MYSQL (MY Structured Query Language) არის მონაცემთა ბაზა.

მონაცემთა ბაზა ელექტრონული ინფორმაციის მართვის სისტემაა. მისი მთავარი დანიშნულებაა ინფორმაციის დაცულად შენახვა და მომხმარებლისთვის სათანადო ფორმით მიწოდება. სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან: მონაცემთა ბაზის სამართავი პროგრამისა (DBMS - Database management system) და თვითონ ინფორმაციისგან. სამართავი პროგრამის დანიშნულებაა ინფორმაციის შენახვა, ორგანიზირება, მართვა და გადმოცემა.

MYSQL მონაცემთა ბაზაში არის ცხრილები. ისევე როგორც HTML ცხრილები, მონაცემთა ბაზის ცხრილები შეიცავენ რიგებს, სვეტებს და უჯრედებს. მონაცემთა ბაზების გამოყენება სასარგებლოა, მაშინ, როცა ვაგროვებთ კატეგორიებში დახარისხებულ ინფორმაციას.




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss