Ninite არის ვებ-სერვისი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უპრობლემოდ და ავტომატურად გავაკეთოთ ერთად რამდენიმე (მაგ: 5, 10 და ა.შ) პოპულარული/საჭირო, უფასო პროგრამების ინსტალაცია ჩვენს ოპერაციულ სისტემაში ისე, რომ არ გვჭირდება ყოველი მათგანის (პროგრამის) ოფიციალურ ვებსაიტზე შესვლა, ,,setup”-ების გადმოწერა და უსასრულოდ კლიკვა next -> next -> next ღილაკებზე;
უბრალოდ, ანდეთ ninite-ს გააკეთოს ეს მოსაბეზრებელი სამუშაო (გადმოიწეროს
თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების უახლესი ვერსიები და გააკეთოს მათი
ინსტალაცია თქვენს ოპერაციულ სისტემაში)!
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ninite არ
ინსტალირდება თქვენს სისტემაში. ხოლო ყოველი, მის მიერ დაყენებული პროგრამა
არ ჩაგიწერთ არასასურველ, დამატებით პროგრამულ მოდულებს (როგორებიც არის
ბრაუზერების ,,toolbar”-ებს და ა.შ.)!
Ninite ამჟამად გვთავაზობს 83 პროგრამის არჩევს შემდეგი კატეგორიებიდან:
- ვებ-ბრაუზერები (4)
- მესენჯერები (8)
- მედია (14)
- ვიზუალიზაცია (7) [სურათებზე მუშაობა]
- დოკუმენტები (7)
- უსაფრთხოება (7) [უფასო ანტივირუსები და ანტისპამები]
- Runtimes (6)
- ფაილების გაზიარება (2)
- სხვადასხვა (7)
- ოპერაციული სისტემის ხელსაწყოები (12)
- ფაილების არქივაცია (2)
- დეველოპერების ,,toolbar”-ები (7)
Ninite მუშაობს შემდეგ ოპერაციულ სისტემებზე: Windows XP, Windows Vista, Windows 7 და Ubuntu.
გამოყენების ინსტრუქცია
1. მონიშნეთ თქვენთვის საჭირო და საინტერესო პროგრამები;

2. გადმოიწერეთ ”installer”-ი, "Get Installer” ღილაკზე დაკლიკვით და შეინახეთ კომპიუტერში იოლად მისაგნებ ადგილას;


3. გაუშვით თქვენი გადმოწერილი ”Installer”-ი (დაკლიკეთ მასზე ორჯერ);


4. მას
შემდეგ რაც, ninite დაასრულებს მუშაობას, შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე
დაყენებული და სამუშაოდ გამზადებული პროგრამები, რომელთა ,,shortcut”-ებს
იხილავთ თქვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე!