reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1058 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
ფსიქოპორტრეტები თმის ფერის მიხედვით
ინფო ვიდეო პოსტერი


ქერა (ქერა თმის ყველა ტონალობა)
ანეგდოტების სტანდარტული გმირის პორტრეტს ნამდვილ ქერებთან ცოტა აქვს საერთო. ბუნებრივად ქერები, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს რომ შეადგენენ, მამაკაცების ოცნების ობიექტები ყველაზე ხშირად არიან ხოლმე. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, როგორც წესი, თავს იტყუებენ, როცა თვლიან, რომ ქერა ცოლი აუცილებლად ნაზი და მორჩილი იქნება. შესაძლოა, ასეთი წარმოდგენის მიზეზი სახის რამდენადმე ბავშვური გამომეტყველებაა, რომელიც ზემოხსენებულ თვისებებთან ასოცირდება. არადა ქერები არც სულელები არიან, არც მიამიტები და არც რბილი ხასიათი გამოარჩევთ. სხვებზე უკეთ ერკვევიან… მათემატიკასა და ზუსტ მეცნიერებებში. სხვებზე მეტად ენდობიან თავიანთ ინტუიციას. მათი ცივსისხლიანობისა და თავდაჭერის მიღმა უამრავი მძლავრი ემოცია იმალება, მაგრამ ქერები მათ აფიშირებას არ ჩქარობენ. არცერთი ქერა ქალი იმდენად არ ენდობა მეორე ადამიანს, რომ თავის სულში ჩაახედოს და აჩვენოს, რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მამაკაცებს მოლოდინისა და სინამდვილის შეუთავსებლობასთან შეჯახება უხდებათ. დამჯერე და რბილი ქალის ნაცვლად უცებ ანგარიშიან ჭკუისკოლოფას წააწყდებიან, რომელიც თავის სარგებელს არასდროს გაუშვებს ხელიდან და იწყება გაუგებრობები, რომლებიც ბოლოს განქორწინებითაც მთავრდება ხოლმე. საზოგადოებრივი ”აზრი” ისე მოქმედებს, რომ დიდი ალბათობაა, ქერას პირველი პაემანი (ხშირად უკანასკნელიც) საწოლში დამთავრდეს.

ფერფლისფერთმიანებს ბრბოსგან გამორჩეულობისკენ საოცარი სწრაფვა ახასიათებთ.

შავგვრემანი (შავი, მუქი ყავისფერი თმა)
შავთმიანი ან ძალიან მუქთმიანი გოგონები თვითნება ხალხია. მათ შორის ბევრი მელანქოლიკია, რომლებიც ღრმად განიცდიან პატარა წარუმატებლობასაც და თვითგვემისკენაც იდრიკებიან. იმაზე, თუ რა არის საკუთარ ძალაში ეჭვის შეტანა და განწყობის უეცარი ცვალებადობა, საკუთარი გამოცდილებით იციან. უმრავლესობა სჯერა, რომ ”გამოთმული აზრი სიცრუეა” და განცდების გამოაშკარავებას არ ცდილობს. ასანთივით უცებ აალდება და მერე ასევე სწრაფად მშვიდდება.

ამ ტიპის ქალის თვითდამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხერხი მამაკაცთა გულების მსხვრევაა. და აქ საქმე ცეცხლოვან სექსუალურ ტემპერამენტში სულაც არაა - ისინი ამგვარად თავისუფლდებიან ეჭვებისგან, რომლებიც მათსავე სილამაზეს და სხვებისთვის მათი პიროვნების არსებობის საჭიროებას ეხება. მუქთმიანებს სხვებზე მეტად აინტერესებთ ფსიქოლოგია – ზოგადად და ფსიქიატრია – განსაკუთრებით. რაც უფრო ღიაა სახის ფერი, მით მეტადაა გამოკვეთილი აღწერილი თვისებები და მით უფრო მეტად ვლინდება სენტიმენტალურობა. მიზანსწრაფული ადამიანები არიან: ტაქტიკოსები და სტრატეგოსები – უმრავლეს შემთხვევაში აღწევენ იმას, რასაც ესწრაფიან.

საინტერესოა, რომ მამაკაცები ოცნებობენ ქერებზე, მაგრამ ცოლად შავგვრემანი ”საბედისწერო ქალი” მოჰყავთ. ერთი გამოკვლევის შედეგად დაგროვილი მონაცემების მიხედვით, მილიარდერების ცოლების 70% შავგვრემანია და მხოლოდ 22%-ი – ქერა.

წითური (ფორთოხლისფერი ჟღალი თმიდან სპილენძისფრის ჩათვლის)
წითურები სხვებზე მეტად ნერვიულობენ და ფეთქებადი ტემპერამენტით ხასიათდებიან. საქმე ისაა, რომ ისინი სხვებზე ნაკლებ ანტისტრესულ ჰორმონს გამოიმუშავებენ. ემოციურები არიან და ხანდახან არათანმიმდევრულებიც. არ უყვართ, როცა ვინმე ზეწოლას ახდენს მათზე და ძნელად ურიგდებიან ნებისმიერი სახის პირობითობას, ურჩევნიათ ორიგინალურები იყვნენ. დარწმუნებული არიან, რომ არავინ არავისთან ვალში არაა და ამ პრინციპს ხორცს ყოველთვის ასხამენ. ავტორიტეტებს დიდად არ აღიარებენ, მათთვის მნიშვნელოვანი ერთადერთი ადამიანის აზრია და ის ერთადერთი ადამიანი თავადვე არიან; ძნელად ეთვისებიან კოლექტივს.

წითურთმიანები იშვიათად ფილტრავენ საკუთარ გამონათქვამებს. ზოგადად, სპონტანურობას, რომელიც მათი ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება, არავის დაესესხებიან.

წაბლისფერი (ყველა ტონალობა, ძალინ მუქის გარდა)
ნაზი, ”მყუდრო”, თითქოს სითბოს ასხივებენო, წაბლისფერთმიანი ქალები ხშირად დაუფასებელი არიან – არადა სულ ტყუილად. მათ უმრავლესობას საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი აქვს. კომუნიკაბელურები და სასიამოვნო არიან ურთიერთობაში – ხალისით ეცნობიან ახალ ადამიანებს, მათთან არაა საჭირო დიდხანს და მტანჯველად შესაფერისი სასაუბრო თემის რჩევა. როგორც წესი, ძალდაუტანებელი საუბარი თავისთავად ეწყობა. მათი ხასიათის ძლიერი მხარეა სტრესგამძლეობაც. ღიმილიანი გამომეტყველებით რამდენიმე წუთში შეუძლიათ ოფისში გაჩენილი ”ხანძრის” ჩაქრობა და თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან პანიკის გარეშე გამოსავლის პოვნა. მაგრამ ”მშვიდობიან” დროს, როცა ქარტეხილები არაა და, შედეგად, არც სისხლში ადრენალინის უეცარი დაუგეგმავი ამოფეთქვის გარემოა, მონოტონური, რუტინული სამუშაო სწყინდებათ და ძნელად იტანენ.

წაბლისფერთმიანი ქალები ხშირად, გაუცნობიერებლად, ფსონს თავიანთ გარეგნობაზე კი არა, გონებაზე დებენ, მერე კი უკვირთ, რატომაა, რომ მამაკაცები მათ კაბაში გამოწყობილ კაცად აღიქვამენ, მაღალ შეფასებას აძლევენ მათ ინტელექტს, პროფესიულ კომპეტენტურობას და ლოგიკური აზროვნების უნარს, ანდობენ პირადი ცხოვრების პიკანტურ წვრილმანებს… რომანებს კი სხვა ქალებთან აბამენ.




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss