reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 925 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
"აპოკალიპტიკოსებზე
ინფო ვიდეო პოსტერი


ბოროტება ყოველთვის არსებობდა მსოფლიოში და თაობიდან თაობამდე მატულობდა. ის წყალუხვ მდინარეს ჰგავს, რომელიც პლატინას ხეთქავს და ნაპირებს ტბორავს. ბოროტება პიროვნებებში _ ქრისტიანობის მტრებში კონცენტრირდება. ისინი ისტორიის სცენაზე გამოდიან, როგორც ანტიქრისტეს წინამორბედნი, მაგრამ არის კიდევ ნაცრისფერი, ყოველდღიური აპოკალიპსი _ ეს სიყვარულისა და რწმენის დაშრეტაა, ეს გარყვნილება და სიცრუეა, გულგრილობა და სისასტიკეა, ადამიანის ყოველდღიური ბრძოლაა ადამიანის წინააღმდეგ, რაც მას სულიერ სიხარულს ართმევს და ცხოვრებას წვრილმან დანაშაულებათა ჯაჭვად უქცევს. ეს გულმოდგინე და როგორღაც შეუმჩნეველი მუშაობაა ბნელი ძალებისა, რომლებიც მომავალ მხეცს გზას უმზადებენ. ამ მხრივ აწმყო უკვე შეიცავს მომავლის ელემენტებს და მის წინასახეს წარმოადგენს.ჩვენი დრო აპოკალიპსურია, მაგრამ როდის არ იყო ის ასეთი? ქრისტიანები ჯერ კიდევ მოციქულთა დროს ხედავდნენ ბოროტების დემონურ განსახიერებას და გამოვლინებას მათ გარემომცველ სამყაროში, სისხლიანი დევნის დროს ერთგვარად საკუთარი თვალით ჭვრეტდნენ აპოკალიპსისის აჩრდილს და \"ქვესკნელის მხეცის\" შავბნელ მოხაზულობას, რომელსაც ეკლესიის _ ქრისტეს სასძლოს დაფლეთა ისე სურდა, როგორც ლომები გლეჯდნენ ქრისტიანთა სხეულებს რომის კოლიზეუმის კედლებში. მსოფლიო ისტორიის მოვლენებში ისინი წინასწარ შეიგრძნობდნენ მომავალ კატასტროფებს და აპოკალიპსური სურათების კონტურები მათ თვალწინ სულ უფრო ნათლად და მკაფიოდ იკვეთებოდა. აპოკალიპსი დედამიწაზე ქრისტეს მოსვლის დროიდან დაიწყო. იოანე ღვთისმეტყველი პატმოსზე ჭვრეტდა, რა არის და რა იქნება.როცა სიბერე დგება, ამბობენ: \"ახლოსაა სიცოცხლის ბოლო\".მაგრამ ის რამდენ ხანს გასტანს, არავინ იცის, შესაძლოა, სიჭაბუკეზე ხანგრძლივიც აღმოჩნდეს. მთიდან დაშვებას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ასვლას. ახლა, ისევე, როგორც ადრე, ქრისტიანები ცოდვის მზარდ ძალას და სიკეთის მოკლებას _ მსოფლიოს ამ ზნეობრივ ენთროპიას ხედავენ. მაგრამ დრო, როცა ისტორიის უკანასკნელი გვერდი გადაიშლება, უცნობია. უფალმა თქვა, რომ მალე მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად, მაგრამ რომელ კოსმიურ განზომილებებშია ნათქვამი ეს სიტყვები, ჩვენ არ ვიცით. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია, რომ ნეტარ არიან ისინი, ვინც ამ წიგნს _ აპო- კალიპსს კითხულობენ, ნეტარნი კი იმიტომ არიან, რომ დედამიწაზე სამუდამოდ ცხოვრებით არ ცდუნდებიან, განსაცდელისათვის მზად არიან, რომ ბოროტების საბოლოო დამარცხება და სიკეთის გამარჯვება უწყიან. მაგრამ აპოკალიპსის ხილვები არ ფარავდა ქრისტიანთათვის მათი ცხოვრების მთავარ ამოცანას _ თავიანთი თავი სიკვდილისათვის და ქრისტესთან შესახვედრად მოემზადებინათ, რაც ისტორიისვადებისაგან დამოუკიდებლად მოხდება. მომავლის გახსნა აიძულებდა მათ აპოკალიპსი საკუთარ გულებში ეძებნათ და ეხილათ, ანუ იქ, სადაც ქრისტე ანტიქრისტეს ებრძვის, სადაც დემონი ადამიანის გულის ტაძრის დანგრევას ლამობს, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ხან წმიდანთა შორის, ხანაც ბნელი ძალების ხროვაში ხედავს. ეს შინაგანი აპოკალიპსი მოღვაწეთათვის იხსნებოდა, ისინი საკუთარ თავს დასტიროდნენ, თავიანთ გულებში მსოფლიო ტრაგიზმს ჭვრეტდნენ და გრძნობდნენ.ნეტარი ავგუსტინე წერს: \"ღმერთმა იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ბოროტების განადგურებით გააკეთებდა. მან თვით ბოროტებას სიკეთის სამსახური აიძულა\", მაგრამ დემონს, როგორც ღვთის მაიმუნს, სიკეთისა ბოროტებად, ხოლო აპოკალიპსის წიგნის რაღაც სამკითხაო წიგნად ქცევა უნდა მადლის არმქონე ადამიანთა ხელში. ასე გაჩნდა შინაგანი სულიერი ცხოვრებიდან გათიშული \"აპოკალიპტიკოსის\" ტიპი, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლის დროისა და ქვეყნიერების დასასრულის გამოთვლითაა დაკავებული, ანუ იმ საიდუმლოს მოპარვა სურს, რომელიც ქრისტემ ქვეყნისაგან დაფარა. ის საგულდაგულოდ აგროვებს ცნობებს კატასტროფებზე, ამონაჭრებს ჟურნალ-გაზეთებიდან წყალდიდობებზე, კომეტის მოახლოებაზე და ა.შ. თავის მსმენელებს მოზეიმე ტონით ეუბნება: `აი ოზონის ხვრელი გაიხსნა და ყველანი გამოსხივებით დაიხოცებიან; თუ შეიტყვეთ სიახლე _ გვიახლოვდება კომეტა, რომელიც დედამიწას უნდა შეეჯახოს, მოხდება აფეთქება, რაც კაცობრიობას გაანადგურებს. თუ ოკეანეში ჩავარდა, დიდი ტალღები მთელ დედამიწას დაფარავენ, როგორც წარღვნისას~. ამ დროს ის გარშემომყოფთ მოზეიმე სახით უყურებს, იღებს სქელ რვეულს, სადაც ქვეყნიერების აღსასრულზე წინასწარმეტყველებები უწერია და ამტკიცებს, რომ ყვე- ლაფერი ასრულდა. შემდეგ რაღაც ტოლობები გამოჰყავს და აცხადებს, რომ ანტიქრისტე უკვე ქვეყანაზეა, ის ერთ ან ორ წელიწადში გამოჩნდება. შემდეგ სულმოუთქმელად საუბრობს იმაზე, რომ ანტარქტიდაში ყინულის დნობა იწყება, ოკეანის დონე რამდენიმე მეტრით აიწევს და სანაპირო ქალაქებს დატბორავს; შავ ზღვაზე გოგირდწყალბადის აფეთქება მოხდება და ვულკანებიც კვლავ ამოქმედდება. თვითონ თუ სჯერა ამ ყველაფრისა _ უცნობია, თუმცა მისთვის მთავარი ისაა, რადაც უნდა დაუჯდეს, ეფექტი მოახდინოსაპოკალიპსი, ეს არა იმდენად რექვიემია სამყაროსი, რომელიც იღუპება, რამდენადაც ზეციდან ჩამომავალი ახალი იერუსალიმის სადიდებელი ჰიმნია. ძველი ქრისტიანები ქვეყნიერების აღსასრულს მოელოდნენ, როგორც ტანჯვისაგან თავის დაღწევას და უკეთეს ცხოვრებაში გადასვლას. თანამედროვე აპოკალიპტიკოსები საუბრობენ ქვეყნის აღსასრულზე, როგორც გარდაუვალ კატასტროფაზე. ამის შემდეგ რა მოხდება, მათ ნაკლებ ადარდებთ. დამხობილი ბაბილონის მიღმა ზეციურ იერუსალიმს ვერ ხედავენ. ასეთ აპოკალიპტიკოსს რომ ჰკითხოთ, თუ როგორ ემზადება ქრისტეს მოსვლისათვის, დაკავებულია თუ არა იესოს ლოცვით, ცხოვრებას სინანულში თუ ატარებს, მოწყალებას გასცემს თუ არა? _ ის გიპასუხებთ: \"შევიტყვე, რომ ანტიქრისტე უკვე დაბადებულია, ხელისუფლებაში 30 წლისა მოვა და 3 წელიწადს იმეფებს, ადამიანებს შუბლსა და ხელზე ბეჭედს დაასვამს, მე ხალხს ვაფრთხილებ, რომ ეს არ გააკეთონ\". თუკი მას ეტყვით, რომ არა მხოლოდ უარყოფა ანტიქრისტეს ბეჭდისა, ასევე ქრისტეს ბეჭდის მიღებაა საჭირო, ნიშნისა, რომლის წინაშეც სამოთხის მცველი ქერუბიმი ცეცხლოვან მახვილს დაუშვებს და რომ ესაა გულთან შეერთებული სახელი იესო ქრისტესი, აპოკალიპტიკოსი გიპასუხებთ: ჩემთვის ეს არ უსწავლებიათ, სამაგიეროდ შემიძლია აგიხსნათ, რას ნიშნავს მხეცის რიცხვი.თუკი მღვდელი ხდება ასეთი \"აპოკალიპტიკოსი\", მაშინ სამწყსოს სულიერი ცხოვრება თანდათანობით იხშობა და მრევლი მეტს ფიქრობს იმაზე, რომელი კატასტროფა როდის დაატყდება მსოფლიოს, ვიდრე მადლის მოხვეჭაზე, ურომლისოდაც ადამიანი თვითონ ხდება ანტიქრისტე საკუთარი თავისათვის. ასეთი მწყემსების საუბრისას სამწყსოსთან ატმოსფერო ელექტროვდება, სულიერი მოძღვრისაგან ყველანი ისე მოელიან ქვეყნიერების აღსასრულის გამოცხადებას, როგორც სულების გამომძახებელი მოელის პასუხებს მედიუმისაგან სპირიტიზმის სეანსებზე. თუმცა ასეთიწინასწარმეტყველება, ჩვეულებრივ, არასდროს სრულდება, მაინც ცდილობენ ეს არ შეამჩნიონ ან გამოთვლებში შეცდომას მიაწერონ. ასეთ თემებში იესოს ლოცვით არ არიან დაკავებულნი, არ კითხულობენ წიგნებს სულიერ ცხოვრებაზე, იქ არ არის ადამიანთა გულების გამათბობელი სულიერი სინათლე, იქ ერთგვარი შიშის `მაგიაა~. ასეთი ხალხი ივიწყებს ღვთის განგებულებას, ქრისტეს აღთქმას _ ჯოჯოხეთის კარიბჭეთაგან დაიცვას თავისი ეკლესია. მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ეუბნებიან: \"შეიტყვეთ სიახლე, რომელიღაც შემთხვევის შესახებ თუ წაიკითხეთ? ესე იგი ქვეყნის აღსასრული მალე იქნება\". ამავე დროს ეს ადამიანები თავს უკანასკნელი ჟამის წინასწარმეტყველებად გრძნობენ და თვლიან, რომ განსაკუთრებულ მისიას ასრულებენ. იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიპსი ცეცხლოვანი ენითაა დაწერილი, თითქოსდა ელვითაა ნაქსოვი, ის მახვილია დაუდევრობისა და გულმავიწყობის წინააღმდეგ, ადამიანის გულს გაცივების საშუალებას არ აძლევს და ამავდროულად ამაყი და სინანულის არმქონე სულებისათვის იქცა მახვილად, რომლითაც ისინი საკუთართავსჭრილობებს აყენებენ.აპოკალიპსი წმ. ფილარეტ მოსკოველის _ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გონების ადამიანის საყვარელი წიგნი იყო. მასში ის მართლმადიდებლობისათვის საბრძოლველად ძალებს იკრებდა. ამ ბრძოლას იგი ათეულობით წლების მანძილზე აწარმოებდა. ისტორიის საიდუმლოებებში ვნებიანი და ამაყი ხალხის შეღწევის მცდელობამ შესაძლოა, ეს ხალხი სულიერ გზააბნეულობასთან მიიყვანოს ან მათი ყურადღება მთავარიდან _ სულიერი ცხოვრებიდან გარეგან, ჩვენგან დაფარულ ცხოვრებაზე გადაიტანოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტესთან შეხვედრა მოხდება არა მხოლოდ მეორედ მოსვლის დღეს, არამედ სიკვდილის შემდეგაც, ეს კი გარდაუვალია ყოველი ადამიანისათვის. ქრისტესთან შესახვედრად თითოეული ქრისტიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ემზადოს




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss