reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1601 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
რა არის CSS?
ინფო ვიდეო პოსტერი


CSS არის სტილისტური ენა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ HTML დოკუმენტების სტილის მიცემა. მაგალითად, CSS-ის მეშვეობით შეცვლით ელემენტის ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ფონტი, ფერი, სიგანე, სიმაღლე, კიდე, ფონი და კიდევ მრავალი სხვა. CSS-ის გამოყენებით შეძლებთ HTML დოკუმენტების დიზაინის მხრივ გაფართოებას და გაუმჯობესებას, რათქმაუნდა საიტის მთავარი დიზაინის აწყობა HTML-ის <table>-ების გამოყენებითაც შეიძლება და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა თუ იგივეს გააკეთებთ კასკადური სტილების გამოყენებით, დაინახავთ რომ ეს ყველაფერი უფრო ნაკლები კოდის წერით გამოვა.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ CSS არის ენა რომელსაც კითხულობს თვითონ ბრაუზერი, როგორც HTML. ამან შეიძლება გაგიჩინოთ კითხვა, ხომ შეიძლება რომელიმე ბრაუზერს არ გააჩნდეს კასკადური სტილის სინტაქსის გარჩევის საშუალება. პასუხი მარტივია, დღეისათვის ყველა თანამედროვე ბრაუზერს ეს შეუძლია. რათქმაუნდა Internet Explorer-მა შეიძლება რაღაც სინტაქსებთან გაგიჩინოთ პრობლემები, მაგრამ საშიში არაფერია, მას უბრალოდ არ შეუძლია CSS-ის ზოგიერთი ფუნქციის აღქმა თუმცა გააჩნია ალტერნატიული სინტაქსის წაკითხვის შესაძლებლობა.

CSS-ს შეიძლება გავიგოთ როგორც რევოლუციური ნაბიჯი ვებ-დიზაინის სამყაროში. რადგან მან გადაჭრა ყველა დიზაინის პრობლემა სხვადასხვა ბრაუზერებთან მიმართებაში, ამის გარდა მას გააჩნია უამრავი უპირატესობა, მაგალითად სტილის კონტროლი ყველა დოკუმენტზე მხოლოდ ერთი კასკადური სტილის ფურცლიდან, დიზაინის უფრო დახვეწილი მენეჯმენტი, უამრავი გართულებული და წინ წაწეული დიზაინის ტექნიკები და კიდევ მრავალი. ამ ყველაფერს პრაქტიკულ მაგალითებათ ცალ-ცალკე დაწვრილებით აღვწერთ მომდევნო გაკვეთილებში




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss