reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 686 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
რომელი ფირმები ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს სპორტსმენთა სპონსორობაში
ინფო ვიდეო პოსტერი


სპორტული ინვენტარისა და სამოსის მწარმოებელმა ფირმებმა ერთმანეთთან ნამდვილი ომი გააჩაღეს – ჯიუტად ცდილობენ ცნობილი ფეხბურთელების გადაბირებას, ან ცნობილი კლუბების სპონსორები გახდნენ. ძირითადად, კონკურენცია „ადიდასსა” და ნაიკს” შორისაა. ერთადერთი გუნდი, რომლის გადაბირებასაც „ნაიკი” ვერასდროს შეძლებს, მიუნხენის „ბაიერნია”. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, „ადიდასი” გერმანული ფირმაა და მეორეც, „ადიდასი” ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბის აქციათა სოლიდური ნაწილის მფლობელია.

სამაგიეროდ, „ნაიკი” ყველაზე ტიტულოვან ნაკრებს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ბრაზილიას მოსავს და ამით ძალიან ამაყობს. ბრაზილიელთა მოსისხლე მტერი, არგენტინის ნაკრები კი „ადიდასის” კლიენტია. „ნაიკი” აკონტროლებს ამერიკულ ბაზარსაც და კალათბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ „ნაიკის” კლიენტია. მათგან ყველაზე გამორჩეული „კლივლენდ კავალიერზის” კალათბურთელი, მეორე მაიკლ ჯორდანად შერაცხული, ლებრონ ჯეიმსი გახლავთ. ჯეიმსს „ნაიკი” წლიურად 16 მილიონ დოლარს უხდის და ამასთან ყველა პროდუქციით ამარაგებს. სამაგიეროდ, ლებრონს არათუ მატჩების, არამედ ვარჯიშების დროს უფლება არ აქვს „ნაიკის” პროდუქციის გარდა სხვა ფირმის სამოსი ეცვას და თავიდან ბოლომდე „ნაიკით” იმოსება.

იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში გადაბარგდა, დევიდ ბექჰემის გადაბირება „ნაიკმა” მაინც ვერ მოახერხა. ჯერ ერთი, ლოს-ანჯელესის „გელექსი”, სადაც დევიდი გამოდის, უპირატესობას „ადიდასს” ანიჭებს და ესეც არ იყოს, სწორედ გერმანული ფირმა იხდის ინგლისელი ნახევარმცველის სოლიდური ხელფასის ნაწილს.

თავის დროზე, იტალიურ „მილანს” ბრაზილიელი რონალდოს შეძენაში სწორედ „ადიდასი” დაეხმარა და ამით „ნაიკს” დარტყმა მიაყენა. ბრაზილიის ნაკრებში რონალდო იძულებული გახდა „ნაიკით” შემოსილიყო, კლუბში კი „ადიდასი” ეცვა, თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა ამერიკულ კომპანიას გასულ ზაფხულს მიადგა – მადრიდის „რეალმა” „მანჩესტერისგან” კრიშტიანუ რონალდუ იყიდა და მის სანაცვლოდ გადახდილ 94 მილიონ ევროში „ადიდასის” წილიცაა. „მანჩესტერი” „ნაიკის” კლიენტია, „რეალს” კი „ადიდასი” აცმევს და რონალდუ, რომელიც „ნაიკის” სახე იყო, იძულებული გახდა კონტრაქტი „ადიდასთან” გაეფორმებინა. თუმცა, ეს კონტრაქტი ძალაში მომავალი წლიდან შევა, რაც ნიშნავს, რომ რონალდუ ვარჯიშებზე და მატჩებზე „ადიდასით” გამოჩნდება, მოედნის გარეთ კი „ნაიკის” სამოსით ივლის. იგივე შეიძლება ითქვას რონალდინიოზეც, რომელიც „ნაიკისგან” წლიურად ექვს მილიონ დოლარს იღებდა, მაგრამ ბრაზილიელი ახლა „მილანშია” და თავს „ადიდასით” იწონებს.

ჰოდა, ორი გიგანტის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და გადაწყვიტეს, საფეხბურთო მატჩი ჩაეტარებინათ და გუნდების რიგებში თავისი ვარსკვლავები დაეყენებინათ. ერთი შეხედვით, ეს შეხვედრა ამხანაგური იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, არავინ უარყოფს, რომ მარცხი წაგებულის იმიჯს დააზარალებს. ამიტომაც, საქმეს ყველა სერიოზულად უდგება.

„ნაიკმა” თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელად რუსეთის ნაკრების თავკაცი, გუს ჰიდინკი აირჩია. ჰოლანდიელ სპეციალისტს ამ ფირმასთან პირადი კონტრაქტი აქვს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ნაკრების გენერალური სპონსორი „ადიდასია”. ჰიდინკმაც „ნაიკის” ნაკრებში ის ფეხბურთელები მიიწვია, რომლებსაც „ნაიკთან” პირადი კონტრაქტები აქვთ და ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა. მაშ ასე, მეკარე ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ფაბიო კანავარო (იუვენტუსი), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), პატრის ევრა (მანჩესტერი), ნახევარმცველები: კრიშტიანუ რონალდუ (რეალი), მიქაელ ესიენი (ჩელსი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (ჩელსი), ფერნანდო ტორესი (ლივერპული).

მეტოქეს არც „ადიდასი” ჩამორჩა და მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი შეარჩია. იტალიელმა სპეციალისტმა თავის ვიზავიზე არანაკლებ ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა. მეკარე: ედვინ ვან დერ საარი (მანჩესტერი), მცველები: ჯიმი კარაგერი (ლივერპული), კოლო ტურე (ბარსელონა), ალესანდრო ნესტა (მილანი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ხავი ერნანდესი (ბარსელონა), კაკა (რეალი). თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), დავიდ ვილა (ვალენსია).

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მატჩის ორგანიზატორები, საერთო ჯამში, ოცი მილიონის გადახდას აპირებენ და ეს თანხა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე გადანაწილდება. ერთი შეხედვით, თანხა სოლიდური არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს მთლიანად ფირმები აანაზღაურებენ, ხოლო ფეხბურთელებს მოედანზე ორი საათის გატარება მოუწევთ, ორ საათში აღებული თუნდაც ასი ათასი (არადა, აშკარად მეტი მოუწევთ), სოლიდური ჯამაგირია.





სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss