reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1124 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
SALE – უდიდესი ტყუილი, რომლისაც გვჯერა
ინფო ვიდეო პოსტერი


ჩვენ ვცხოვრობთ აქტიურად განვითარებათ სახელმწიფოში – იგება გზები, შენდება ახალი სკოლები, ლამაზდება ქუჩები, სკვერები, ისტორიული ძეგლები. და საერთოდ, მთლიანად დედაქალაქი აქტიური ნაბიჯებით უახლოვდება მისაბაძ ევროპულ პარტნიორებს.
მაგრამ პროგრესი ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, როგორც სახელმწიფოს ასევე, საშუალო ფენის მხრიდანაც.
დასამალი არაა, რომ საქართველოში ფასების ზრდის ტენდენციაა, მაშინ როდესაც საშუალო მოქალაქის ხელფასი 300-დან 400 ლარამდე მერყეობს, თუნდაც ტანსაცმელზე ფასები საშუალოზე დიდია. თუმცა ქალაქის ქუჩებში ხშირად შევხვდებით მაღაზიებზე წარწერას SALE. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კონკრეტული მაღაზია მყიდველს განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს. 20%, 35%, ზოგჯერ კი 60%-ნსაც კი. თბილისელების უმრავლესობა, დიდი მოთმინებით ელის მაღაზიის კარებზე ამ აბრის დაკიდვას. თუმცა, სინამდვილეში, რა იმალება იმ საოცნებო სიტყვა SALE-ს უკან ბევრი ვერ ხვდება.
რამდენიმე დღის წინ, სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე მისულმა, ერთ-ერთ მაღაზიის ვიტრინაში შევნიშნე დიდი იმედის მომცემი ფერადი წარწერა – (ახალი კოლექცია), ტანსაცმელის დათვალიერებისას, რამდენიმე საინტერესო და არანაკლებ ირონიული ფაქტი აღმოვაჩინე.
ფაქტი პირველი _ რომ არ გავაზვიადო, საქონელზე ფასები გიგანტური იყო. თბილისის რიგით მაცხოვრებელისათვის სრულიად წარმოუდგენელი (არა ბრენდულ ჩვეულებრივ რიგით, მაღაზიაში).
ფაქტი მეორე _ საქონლის წარმომავლობა ჩემთვის საიდუმლოდ დარჩა და დღემდე რჩება. დაუზარებლად დეტალურად გადავიკითხე, ინფორმაცია, რომელიც მოცემული იარლიყებზე იყო. გავიგე როგორ უნდა გავრეცხო და მოვუარო ტანსაცმელს, რაოდენ სათუთად ხდება ამ ფირმის (ვერ გავარკვიე რომლის) საქონლის სერტიფიცირება, რომ მატერიალი, რომლიდანაც შეკერილია ტანსაცმელი, ადამიანის სხეულს ზიანს არ მოუტანს (ვერ ვხვდები ამის დაწერა რა საჭირო იყო). მაგრამ სიტყვაც არ იყო ნახსენები იმ ქვეყნის შესახებ, სად იკერება ეს პროდუქტი.
ფაქტი მესამე – და ყველაზე ირონიული, იარლიყები, რომელიც ჩემს მიერ არჩეულ ქურთუკს ზურგზე სხვა ფირმის ჰქონდა მიკრული და სხვა ბრენდის დასახელებას იუწყებოდა შიდა იარლიყი. რა თქმა უნდა, ქურთუკი უკან დავაბრუნე, რადგან ვიეჭვე, რომ რომელიმე ქართული იატაქვეშეთში არსებული საწარმოს ნახელავი იყო.
რამდენიმე თვეში იმავე სავაჭრო ცენტრში დავბრუნდი, მთელი შენობა მოვიარე და ისევ იმ მაღაზიას მივადექი. ძველი წარწერის ადგილს ახლა უკვე ახალი, უფრო დიდი, და არანაკლებ დამაიმედებელი წარწერა ამშვენებდა.
მაღაზია მყიდველს 20-იდან 50 პროცენტამდე SALE –ს პირდებოდა! საქონელის დათვალიერებისას, ის ძველი ქურთუკი შევამჩნიე, რომელმაც ადრე ასე მიიქცია ჩემი ყურადღება. ფასით დავინტერესდი. მასზე დიდი მწვანე ფერის ფურცელი იყო მიკრული, რომლის თანახმად, საქონელზე (50!) პროცენტიანი ფასდაკლება ხორციელდება. თუმცა მისი ფასი, ადრინდელ ღირებულებას არაფრით ჩამოუვარდებოდა!
ჩემდაუნებურად ჩატარებული ექსპერიმენტი, ამგვარი მაღაზიების სამზარეულოს საიდუმლოს ფარდის ახდას უფრო დაემსგავსა. მათი მენეჯმენტის საიდუმლოებანი, კი მხოლოდ მაღაზიის კარებში აკრული, ვითომდა SALE -ის აბრაა და სხვა არაფერი. რომელიც მყიდველს უხეშად რომ ვთქვათ, ნაცარს აყრის თვალში.
პირველ რიგში, ფასები, რომლებსაც საქონლის იარლიყებზე ხელოვნურად გაზრდილია რამდენიმე პროცენტით! ანუ თუ საქონელი ჩამოდის სხვა ქვეყნიდან და მისი თვითღირებულება 200 ლარს შეადგენს, მყიდველს თბილისის მაღაზიებში მისი ყიდვა 400 ლარზე ნაკლები არ დაუჯდება (ლაპარაკი არაა თბილისის ყველა მაღაზიაზე, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ სანდო და ამ საკითხებში კომპეტეტნური წყაროსგან მივიღეთ, რომელიც ამ საქმიანობას 30 წლის განმავლობაში ეწევა). შევეხოთ, ყველაზე საინტერესო მენეჯმენტურ ილეთს, რომლითაც მაღაზიის მფლობელნი ვირტუოზულად უბნევენ მყიდველს გონებას.
რას აკეთებს მაღაზიის მფლობელი ახალი საქონლის მიღებისას – მცირე დროის განმავლობაში, თუნდაც ქალის ჩანთაზე, რომელიც რომელიღაც საზღვარგარეთის ქვეყნიდან, ვთქვათ, ბელგიიდანაა ჩამოტანილი 100 ლარად, მყიდველს სთავაზობენ 2-ჯერ ან 3-ჯერ ძვირად. ანუ პროდუქტი რომლის დამზადების ღირებულება, დაახლოებით, 50 ლარია, ჩამოტანილია 100 ლარად. თუ საქონელი არ გაიყიდა, იმ ე.წ შავი ფასიდან გამოაკლდება 20 ან უკეთეს შემთხვევაში 50 პროცენტი და მყიდველს უკვე სთავაზობენ ახალ – მეგა ფასდაკლებას. საქონლის ფასი, რომელიც 300 ლარი ღირდა, ერთი მსუბუქი ხელის მოძრაობით 150 ლარამდე ვარდება! შეგახსენებთ, ამ ილეთს იყენებენ ან გაკოტრების, ან ახალი, იგივე საქონლის შემოტანის შემთხვევაში!
ზემოთ მოყვანილ ამბავშიც საქონელზე ფასი ხელოვნულად იყო გაზრდილი.Aანუ ქურთუკი, რომელიც ჩემი პირველი ვიზიტის დროს, 500 ლარი ღირდა, ერთ დღეში 800 ლარი გახდა. სწორედ, ამ 800 ლარს მოაკლდა საოცნებო 50 პროცენტი და მყიდველამდე SALE-ის სახით მივიდა.
Aასე, რომ იყავით ფრთხილად! ნუ დაიზარებთ და გაიგეთ ან თქვენივე თვალით ნახეთ რამდენს შეადგენდა ამა თუ იმ პროდუქტის ფასი SALE-ს წინ. თუ ოდნავ მაინც ეჭვი შეგეპარათ პროდუქტის ხარისხში ან მისი შეფასების კრიტერიუმში, თავი შეიკავეთ, გადადეთ პროდუქტი და დაბრუნდით მაღაზიაში იმ ადამიანთან ერთად, რომელიც კომპეტენტურია ამ საკითხებში.




სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss