28 აგვისტო, ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა. ეს დღესასწაული უძველესი დროიდანვე ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი დღე იყო, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას. არ მოაკლდეს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ხალხს უწმიდესი ქალწულის ლოცვა და მფარველობა!
ყოვლად წმიდა დედოფალმა მარიამმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა , ჩვენი გულები , ჩვენი ცხოვრების რთული გზა ბოროტისაგანან! ღმერთმა მრავალ მარიამობას დაგვასწროს ყველა.