• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 17 » ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
16:02
ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

გასული ორი კვირა ბიანკონერებისთვის განსაკუთრებული იყო.8 სექტემბერს ახალი სტადიონის გახსნა, 11 სექტემბერს "პარმასთან” აღებული პირველი ქულები, წინ კი სამი უმნიშვნელივანესი მატჩია.ტურინელებს უახლოეს 10 დღეში "სიენას”, "ბოლონიასა” და "კატანიას” ბარიერების დაძლევა მოუწევთ.სიენაში გამგზავრებამდე ანტონიო კონტემ ვინოვოს პრესცენტრში წინასამატჩო პრესკომფერენცია გამართა.

"გასული დღეები ჩემთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, შემდეგ სტადიონის გახსნა, პირველი მოგებული მატჩი და ახლა, წინ სიენაში”. გასული სეზონი ანტონიო კონტესთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რამეთუ იტალიელმა სპეციალისტმა სწორედ "სიენაში” იმუშავა და გუნდი სერია A – ში დააბრუნა.”ამ კლუბში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული რამაა, რამოდენიმე თვის წინ გულშემატკივრებთან ერთად ქალაქშიჩემპიონობას ვზემობდი.ახლა კი ამ კლუბის წინააღმდეგ მიწევს ასპარეზობა.მე და ჩემს ოჯახს ამ ქალაქთან დიდი მოგონებები გვაკავშირებს.იენაში დიდი გამოცდილება მივიღე, ჯერ დე კანიოს ასისტენტად ვმუშაობდი, შემდეგ კი მწვრთნელი გავხდი.გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთირთობა მქონდა, მინდა მათ, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო, მათ მომცეს ნება იუვეში წავსულიყავი, მიუხედავათ იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი კიდევ მაკავშირებდა.ბარიში მშვენიერი პერიოდი გავატარე, მაგრამ სიენაში როგორც მწვრთნელი, გავიზარდე.მართალია, მოწინააღმდეგის რანგში ვბრუნდები, მაგრამ გამარჯვება მსურს.ამ შემთხვევაში სიენას ტიფოზებს ვერაფერს შევპირდები, სხვა პერიოდში ისინი ჩემს გულში იმყოფებიან."

გასულ კვირას ტურინის "იუვენტუსმა” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და "პარმა” დამაჯერებლად, 4-1 დაამარცხა.შეხვედრა ბიანკონერების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ განსაკუთრებულად აღსანიშნავია გუნდის ახალწვეულების კარგი თამაში.ლიხშტაინერმა და ვიდალმა მეტოქის კარი დალაშქრეს, ანდრეა პირლომ კი თანაგუნდელები საოცარი საგოლე გადაცემებით მოამარაგა : "პარმასთან გამარჯვება იყო საწყისი იმ გუნდისა, რომლის შენებაც დავიწყეთ.ვარჯიშები მონდომებით და დაუღლელად გრძელდება.წარსულს უნდა ჩაბარდეს ის სეზონები, რომელშიც გუნდი მეშვიდე პოზიციაზე გადიოდა, იუვენტუსი ახალ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს და მიაღწიოს იმ მწვერვალებს, რომლებსაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.გუნდის მატჩისადმი დამოკიდებულება არ იცვლება, მიუხედავათ იმისა სახლში ვთამაშობთ თუ სტუმრად.მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ და ნებისმიერ მეტოქესთან კარგ თამაშს ვაპირებთ.მოედანზე იმ შემადგენლობას გამოვიყვან, რომელსაც მეტად ვენდობი.დელ პიერომ მიკრო ტრავმა მიიღო, მაგრამ სერიოზული არაფერია.გროსო ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია კლუბს ბევრი რამ მისცეს.ფაბიო საოცარი გამოცდილების მქონე მოთამაშეა, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მზადაა, მოედანზე ნებისმიერ დროს გამოვიდეს.მან ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დიდი პოტენციალი აქვს.ითამაშებს თუ არა ? – კიელინის ფლანგზე გადაყვანა არ მსურს, იგი ცენტრში მეტად პროდუქტიულია."ელია და ესტიგარიბია მთელი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.მათი ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია, თუმცა ეს უმნიშვნელოა და დარწმუნებული ვარ, მალე მოგვარდება.ორივე მათგანი თამაშის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, მაგრამ არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა ისინი ხვალ.”

"პარმასთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვართ.ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგას ვადევნე თვალი, სამწუხაროდ, მხოლოდ ტელეტრანსლაციებით მომიწია დაკმაყოფილება.მილანმა და ნაპოლიმ უბრალოდ გამაოცეს, როსონერიმ ფრედ ითამაშა ბარსელონაში, ნეაპოლელებმა კი მანჩესტერიდან ქულა წამოიღეს.ინტერი ? – მიუხედავათ ჩავარდნისა, მათ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.არ დაგვავიწყდეს გასული წლები, ორი წელია მეშვიდე პოზიციაზე ვამთავრებთ, ამას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, ახლა კი მჯერა, რადგან ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ იუვენტუსს სერიოზული გამარჯვებები მოუტანონ.


კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 905 | დაამატა: juventus | ტეგები: კონტეს, ანტონიო, წინასამატჩო, პრესკონფერენცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss