• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » “ანჟი” რევიშვილის გაყიდვას აპირებს?
09:51
“ანჟი” რევიშვილის გაყიდვას აპირებს?
რუსული ინტერნეტ-გამოცემა lifesports.ru  იუწყება, რომ მახაჩყალის "ანჟი” მზად არის "კრასნოდარში” გაყიდოს 24 წლის ნუკრი რევიშვილი, მას მერე, რაც გუნდს მოსკოვის ცსკა-ში განათხოვრებული ვლადიმირ გაბულოვი დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ დაღესტნელებმა გაბულოვი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეიძინეს და მასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მოსკოვის "დინამოს” ექსმეკარე ცსკა-ში გაანათხოვრეს, სადაც ტრავმირებული იგორ აკინფეევი უნდა შეცვალოს.
 "გაბულოვი პერსპექტივაზე გათვლით შეიძინეს. მომავალ სეზონში, ახალი რეგლამენტის მიხედვით "ანჟის” ამჟამინდელი მეკარე ნუკრი რევიშვილი ლეგიონერად ჩაითვლება, რადგან ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. გაჯი გაჯიევის გუნდში კი, ლეგიონერები ისედაც საკმარისად არის. ამიტომ, ახალი სეზონიდან მახაჩყალელების კარს რუსი ვლადიმირ გაბულოვი დაიცავს. რევიშვილი "ანჟის” აღარ დასჭირდება. თუმცა, ის ძალიან კარგი მეკარეა და კლუბი სათადარიგოთა სკამზე დასმით მის ნიჭს არ დაღუპავს. აქედან გამომდინარე, უკვე ახლა არსებობს "კრასნოდართან” შეთანხმება რევიშვილის ტრანსფერის თაობაზე” – იუწყება lifesports.ru  "ანჟიში” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ხსენებული გამოცემა აზუსტებს, რომ ქართველის მეკარის სატრანსფერო ფასი დაახლოებით მილიონი ევროა.    
სხვათაშორის, lifesports.ru  ივლისის დასაწყისში იუწყებოდა, რომ გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა და გია გრიგალავა "კრასნოდარში” გადადიოდნენ, ხოლო ამ კლუბის სპორტულ დირექტორად მამუკა ჯუღელი ინიშნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ გამართლდა. ამჯერად, ამ გამოცემამ ქართველი ფეხბურთელი და "კრასნოდარი” ერთმანეთს კიდევ ერთხელ დააკავშირა და მომავალი აჩვენებს რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 774 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: აპირებს?, “ანჟი”, გაყიდვას, რევიშვილის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss