• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ბარსელონა – ვალენსია: ემერი მატჩის შემდეგ
12:21
ბარსელონა – ვალენსია: ემერი მატჩის შემდეგ
გუშინ "კამპ ნოუზე" ადგილობრივმა "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა მეტოქე. მატჩის შემდეგ, "ღამურების" მთავარი მწვრთვნელი უნაი ემერი შეეცადა მარცხის მიზეზების ახსნას. "ასის" ჟურნალისტებთან საუბარში ემერიმ განაცხადა: "ჩვენ ვითამაშეთ ძალიან ცუდად. ეს იყო ძალიან მტკივნეული მარცხი, რადგანაც ჩვენ არ ვიყავით ასეთი დაქვემდებარებული" – დაიწყო მან.

"ზოგადად, ჩვენ სხვა დღეებში ვთამაშობთ საკმაოდ კარგად, მაგრამ დღეს იყო სრულიად საპირისპირო. დღეს ჩვენ ვნახეთ "ბარსელონას" საუკეთესო, ხოლო "ვალენსიას" ყველაზე ცუდი ვერსია" – დაასრულა ემერიმ "ბარსასთან" მატჩზე საუბარი.

ემერი ასევე შეეხო ევერ ბანეგას ტრავმასაც, რომელმაც ძალზე კურიოზულ და ამავე დროს საწყენ ვითარებაში მიიღო ტრავმა. "ძალიან სამწუხარო ამბავია კლუბისთვის. ევერი გუნდის ერთერთი ლიდერია და ის ძალიან დაგვაკლდება. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება, იქამდე კი უნდა ვეძებოთ მისი შემცვლელი" – განაცხადა 40 წლის ბასკმა მწვრთვნელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მარცხის მიუხედავად, "ვალენსია" მყარად რჩება ლა ლიგაში მესამე პოზიციაზე, მაგრამ ახლა "ღამურები" 11 ქულით ჩამორჩებიან მეორე ადგილზე მყოფ "ბარსას".

იმასაც გეტყვით, რომ "ვალენსია" ხუთშაბათს ევროპა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "მესტალიაზე" მიიღებს "სტოკს". ინგლისში გამართულ შეხვედრაში ტოპალის გოლით "ღამურებმა" იმარჯვეს 1:0.
კატეგორია: Barselona | ნანახია: 670 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: მატჩის, ემერი, შემდეგ, ვალენსია:, ბარსელონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss