• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » ჩემპიონმა ცუდად დაიწყო და დაამთავრა
09:05
ჩემპიონმა ცუდად დაიწყო და დაამთავრა
ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონები დაუპირისპირდნენ, მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა. შეხვედრის პირველი და ბოლო წამები "მილანისა” იყო, დანარჩენი დროის განმავლობაში კი უპირატესობას "ბარსელონა” ფლობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მიზანს მაინც ვერ მიაღწია და ახალი გათამაშება საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვით დაიწყო.
შეხვედრას გუნდები შესუსტებული შემადგენლობით შეხვდნენ. მასპინძლებს ორივე ცენტრალური მცველი, პიკე და პუიოლი აკლდათ (ეს უკანასკნელი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო), სტუმრებს კი შემტევი დუეტის, იბრაჰიმოვიჩი-რობინიოს გარეშე უწევდათ თამაში.
"ბარსას” დაცვის ცენტრში რომ 2 ნახევარმცველი თამაშობდა, ეს პირველივე წუთზე შესამჩნევი გახდა. დაახლოებით მე-15 წამდე, ბუსკეტსიცა და მასკერანოც მოედნის ცენტრში იმყოფებოდნენ და ძალიან კარგად მოთამაშემ პატომ ერთი მოძრაობით ორივე მათგანი უკან მოიტოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ვალდესისთვის ბურთის ფეხებშუა გატარებით, მიმდინარე გათამაშების პირველი გოლი გაიტანა.
გაშვებული ბურთის შემდეგ უპირატესობას "ბარსელონა” დაეუფლა, მაგრამ მათ პატოს რამდენიმე სახიფათო გარღვევა კვლავ გაეპარათ, თუმცა ბრაზილიელის აქტიურობამ შედეგი მეტჯერ ვეღარ მოიტანა. სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა, ვილიასა და მესის მიეცათ გოლის გატანის თითო შანსი. ესპანელმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა, ხოლო არგენტინელის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი აბიატის კარის ძელს მოხვდა. ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 36-ე წუთზე აციმციმდა, როდესაც მესიმ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, მეტოქის ოთხ ფეხბურთელში გაძვრა, ბოლომდე მებრძოლ აბატეს მაინც აჯობა და კარის გასწვრივ გაკეთებული გადაცემით, პედროს ადვილი გოლი გაატანინა.
მე-2 ნახევარი ვილიას ბრწყინვალე გოლით დაიწყო. თამაშის განახლებიდან ხუთ წუთში, კარიდან ოცდახუთ მეტრში დანიშნული საჯარიმო დარტყმა "ბარსას” მე-7 ნომერმა უნაკლოდ შეასრულა, რის შემდეგაც, ბურთი აბიატისგან მარჯვენა ზედა კუთხეში გაეხვა. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში კატალონიელები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მათ შესატევად დიდი მიზეზი აღარ ჰქონდათ და აბიატის კართან განსაკუთრებით სახიფათო მომენტები აღარ შექმნილა. სიტუაცია ხშირად არც ვალდესის კართან იძაბებოდა, მაგრამ სტუმართა ერთი ზუსტი დარტყმა ქულების გასაყოფად საკმარისი გამოდგა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე, ზეედორფმა კუთხური მოაწოდა, რასაც ტიაგო სილვას თავით კარგად თამაში და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მოჰყვა.
საინტერესოა, რომ როგორც "ბარსამ”, ასევე "მილანმა”, შიდა ჩემპიონატების ბოლო მატჩები იმავე ანგარიშით დაასრულეს, როგოც "კამპ ნოუზე” გუშინ ჩატარებული შეხვედრა.
აღვნიშნავთ, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა რომელიმე გუნდმა ვერც ამ მატჩის შემდეგ მოიპოვა. სულ, "ბარსელონამ” და "მილანმა” ერთმანეთში 12 ოფიციალური მატჩი გამართეს, საიდანაც 4-4 მოიგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს. თანაბარია ბურთების შეფარდებაც – 16:16.
ფრედ დასრულდა კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ასევე დიდ ინტერეს იწვევდა. ლონდონის "არსენალი” დორტმუნდში, ადგილობრივ გუნდთან მთელი მე-2 ტაიმის განმავლობაში იგებდა, მაგრამ გერმანელებმა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხეს.
მართალია, "სინალ იდუნა პარკზე” გამართულ მატჩში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ პირველი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. 42-ე წუთზე, უოლკოტმა ვან პერსის კარგი გადაცემა გაუკეთა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰოლანდიელმა მიცემული შანსი ხელიდან არ გაუშვა. დორტმუნდელებს ქულა ტურის ყველაზე ლამაზმა გოლმა მოუტანა. 88-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლონდონელებმა მოიგერიეს, მაგრამ საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა პერისიჩმა იგი ერთი შეხებით, მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც გასვლაზე მოიგო, "მარსელია”. ფრანგებმა უშუალო კონკურენტს, "ოლიმპიაკოსს” სძლიეს და მინიმუმ მე-3 ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გავიდა, როდესაც სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგზე მორელმა გაილაღა, ხოლო კარის გასწვრივ მისი ჩაწოდების შემდეგ, დასწრებაზე შედეგიანად ლუჩო გონსალესმა ითამაშა.
გათამაშება იოლი 3 ქულის მოპოვებით დაიწყო "ჩელსიმ”, რომელმაც საკუთარ კედლებში "ლევერკუზენი” 2:0 დაამარცხა. მიუხედავად მასპინძელთა დიდი უპირატესობისა, პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. მე-2 ნახევრის დასაწყისში, ყოფილი კლუბის კარში გოლის გატანის შანსი მიეცა ბალაკს, მაგრამ გერმანელმა მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ იხეირა. ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც დავიდ ლუისმა სოლორეიდით ბურთი სტუმართა საჯარიმომდე მიიტანა და იგი თანგუნდელს გადაულოცა, რის შემდეგაც, ტორესისგან თავად მიიღო გადაცემა და საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან ახლოს მყოფმა მცველმა, მოჭრილი დარტყმით, ბურთს ადგილი მეკარისგან შორეულ ქვედა კუთხეში მიუჩინა. ტორესის გადაცემით გავიდა მე-2 გოლიც. შეხვედრის ბოლო წუთზე, ესპანელმა მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა, კარის წინ უმეთვალყურეოდ მყოფ თანაგუნდელს, ხუან მატას "ჩელსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაატანინა.
ერთადერთი მატჩი, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, "გენკისა” და "ვალენსიას” დაპირისპირება გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ "ღამურებმა” მოპოვებული უპირატესობის სამ ქულად ქცევა ვერ მოახერხეს. შეხვედრის ყველაზე ეფექტური ეპიზოდი ადილ რამიმ შექმნა, რომლის მიერ ე.წ. მაკრატელა დარტყმის შემდეგაც ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა.
საინტერესო მატჩი გაიმართა პორტუში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "შახტარი” 2:1 დაამარცხა. ევროპის ლიგის თასის მფლობელებმა მე-10 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ჰალკმა ბურთი 11 მეტრიდან ძელს გაარტყა. ორ წუთში, ლუიზ ადრიანომ მასპინძელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ჰალკმა თავისი გოლი მაინც გაიტანა – 28-ე წუთზე, მან 32 მეტრიდან ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით იხეირა. 51-ე წუთზე, "პორტუს” შეტევის მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა როდრიგესმა, რომლის გადაცემის შემდეგაც ცარიელი კარის წინ დარჩენილმა კლებერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღვნიშნავთ, რომ ორივე ტაიმის მიწურულს, არბიტრმა "შახტარს” თითო ცენტრალური მცველი გაუძევა.

გენკი-ვალენსია 0:0
გენკი, "კრისტალ არენა”
გენკი (4-4-2): კოტელესი, ნგკონგკა, ნადსონი, სიმაეისი, პუდილი, დუგარი, ჰუბერტი, ტოცერი, ბუფელი (კამუსი 85), ვოსენი (ბარდა 79), ნვანგანგა (ოგუნჟიმი 63).
მწვრთნელი: მარიო ბეენი.
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მიგელი, ვიქტორ რუისი, რამი, მეტიე, ტოპალი, ბანეგა, ფეგული (ერნანდესი 69), პარეხო (ადურისი 74), პიატი (კანალესი 79), სოლდადო.
მწვრთნელი: უნაი ემერი.
გაფრთხილებები: ბუფელი 61, პუდილი 67 – ბანეგა 28.
მსაჯი: თომას აინვალერი (ავსტრია).
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 8 (4)-18 (6), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 3-3, სეივი: 5-4, ჯარიმა: 17-17.

ჩელსი-ლევერკუზენი 2:0 (0:0)
ლონდონი, "სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ბოსინგვა, ივანოვიჩი, ლუისი (ალექსი 76), კოული, მალუდა, მიგელი, მეირელეში (ლემპარდი 63), სტარიჯი (ანელკა 64), ტორესი, მატა.
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, კასტრო, რაინარტცი, ტორპაკი, კადლეცი, ბენდერი (ბალიჩი 80), როლფესი, შიურლე, ბალაკი (აუგუსტო 66), სამი (დერდიუკი 73), კისლინგი.
მწვრთნელი: რობინ დუტი.
გოლები: 1:0 ლუისი (67), 2:0 მატა (90).
გაფრთხილებები: ტორესი 9, ლუისი 59 – კასტრო 38, ბენდერი 72, დერდიუკი 74.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 19 (12)-7 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-10, ჯარიმა: 15-24.

ოლიმპიაკოსი-მარსელი 0:1 (0:0)
პირეოსი, "გეორგიოს კარაისკაკი”
ოლიმპიაკოსი (4-4-1-1): კოსტანცო, ტოროსიდისი, პაპადოპულოსი, მელბერგი, ჰოლებასი, აბდუნი, მოდესტო, ფეისა (მაკუნი 66), იესტე (ჯებური 55), ფუსტერი (იბაგასა 67), მირალასი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ასპილიკუეტა, დიავარა, ნ’კულუ, ტრაორე, დიარა, შეირუ (ფანი 81), ამალფიტანო, ლუჩო გონსალესი (კაბორე 76), მორელი, რემი (ჯ. აიუ 68).
მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
გოლი: 0:1 ლუჩო გონსალესი (51).
გაფრთხილებები: მირალასი 61, პაპადოპულოსი 90 – მორელი 71, ამალფიტანო 86, ჯ. აიუ 90.
გაძევება: ფანი 90.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 8 (3)-11 (4), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 22-18.

დორტმუნდი-არსენალი 1:1 (0:1)
დორტმუნდი, "სინალ იდუნა პარკი”
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, კელი (ბლაშჩიკოვსკი 68), გიოტცე, კაგავა (ზიდანი 85), გროსკროიტცი (პერისიჩი 69), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
არსენალი (4-2-3-1): სჩეზნი, სანია, მერტეზაკერი, კოსილნი, გიბსი, სონგი, არტეტა, უოლკოტი (ფრიმპონგი 77), ბენაიუნი, ჟერვინიო (სანტოსი 86), ვან პერსი (შამახი 85).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: 0:1 ვან პერსი (42), 1:1 პერისიჩი (88).
გაფრთხილებები: შმელცერი 76, ბენდერი 90 – სანია 75.
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15 (7)-5 (4), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 7-4, სეივი: 3-6, ჯარიმა: 14-7.

პორტუ-შახტარი 2:1 (1:1)
პორტუ, "დრაგაო”
პორტუ (4-3-3): ჰელტონი, ფუსილე, ოტამენდი, მაიკონი, პერეირა, დეფო, ფერნანდო (ბელუსკი 61), მუტინიო, ჰალკი (ვარელა 78), კლებერი (ჯალმა 69), როდრიგესი.
მწვრთნელი: ვიტორ პერეირა.
შახტარი (4-4-1-1): რიბკა, სრნა, რაკიცკი, ჩიგრინსკი, რატი, ვილიანი (ჰუბშმანი 82), მხითარიანი, ფერნანდინიო, ედუარდო (კუჩერი 41), ჟადსონი (ტეიშეირა 64), ადრიანო.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
გოლები: 0:1 ადრიანო (12), 1:1 ჰალკი (28), 2:1 კლებერი (51).
მე-10 წუთზე, ჰალკმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (ძელი).
გაფრთხილებები: პერეირა 34 – ადრიანო 27, ჩიგრინსკი 31, სრნა 34.
გაძევებები: რაკიცკი 40, ჩიგრინსკი 80.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 20 (7)-6 (3), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-5, ჯარიმა: 18-13.

აპოელი-ზენიტი 2:1 (0:0)
სტროვოლოსი, "ნეო GSP”
აპოელი (4-2-3-1): ჩიოტისი, პურსაიტიდისი (სოლომოუ 74), ოლივეირა, პაულუ ჟორჟე, ბოავენტურა, მორაისი, პინტო, ტრიხოვსკი, მარსინიო (იაჰიჩი 65), მანდუსა (ალექსანდრუ 89), ალმეიდა.
მწვრთნელი: ივან იოვანოვიჩი.
ზენიტი (5-3-2): მალაფეევი, ანიუკოვი, ალვეში, ჰუბოკანი (ბუხაროვი 89), ლომბერტსი, კრიშიტო, შიროკოვი (ფაიზულინი 75), დენისოვი, ზირიანოვი (ლაზოვიჩი 80), დანი, კერჟაკოვი.
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი.
გოლები: 0:1 ზირიანოვი (63), 1:1 მანდუსა (73), 2:1 ალმეიდა (75).
გაფრთხილებები: ოლივეირა 40, მორაისი 71, პაულუ ჟორჟე 71, იაჰიჩი 79 – ალვეში 29, დანი 35.
გაძევება: ალვეში 76.
მსაჯი: იტურალდე გონსალესი (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 8 (4)-13 (3), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-2, ჯარიმა: 18-12.

ბარსელონა-მილანი 2:2 (1:1)
ბარსელონა, "კამპ ნოუ”
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვეში, მასკერანო, ბუსკეტსი, აბიდალი, კეიტა (პუიოლი 67), ჩავი, ინიესტა (ფაბრეგასი 39), პედრო, მესი, ვილია (აფელაი 84).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
მილანი (4-4-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა, ნოჩერინო, ვან ბომელი (აკვილანი 77), ბოატენგი (ამბროზინი 34), ზეედორფი, პატო, კასანო (ემანუელსონი 62).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 0:1 პატო (1), 1:1 პედრო (36), 2:1 ვილია (50), 2:1 სილვა (90).
გაფრთხილებები: ვილია 52, ალვეში 70, პუიოლი 90 - ვან ბომელი 19, ნესტა 57.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 14 (7)-5 (3), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-6, ჯარიმა: 10-11.

პლზენი-ბატე 1:1 (1:0)
პრაღა, "სინოტ ტიპ არენა”
პლზენი (4-1-4-1): ჩეხი, რაიტორალი, ბისტრონი, სისოვსკი, ლიმბერსკი (ტრაპი 78), იარაჩეკი, პეტრზელა (დურისი 69), კოლარი, ჰორვატი, პილარი (ჰორა 88), ბაკოსი.
მწვრთნელი: პაველ ვრბა.
ბატე (4-2-3-1): გუტორი, ბაგა, ფილიპენკო, სიმიჩი, ბორდაჩოვი, ოლეხნოვიჩი, რუდიკი, ვოლოდკო, ბრესანი (კონცევოი 71), გორდეიჩუკი (ვოლოდკო 83), კეჟმანი (ალექსი 75).
მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო.
გოლები: 1:0 ბაკოსი (45), 1:1 ბრესანი (68).
გაფრთხილებები: კოლერი 63, პილარი 81 – ოლეხნოვიჩი 16, ბრესანი 71.
მსაჯი: ლორან დუამელი (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 11 (4)-14 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 15-13.
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 792 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: დაიწყო, და, ჩემპიონმა, დაამთავრა, ცუდად | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss