• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » დაუბრუნდება კი ოუენი მშობლიურ გარემოს?
13:26
დაუბრუნდება კი ოუენი მშობლიურ გარემოს?

ბრიტანეთში გავრცელებული ხმების თანახმად "ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში და კაპიტანი სტივენ ჯერარდი მაიკლ ოუენს სახლში ეპატიჟებიან.

ინგლისური პრესის ცნობით, სეზონის ბოლოს "მანჩესტერიდან” წასვლა სურს მაიკლ ოუენს. 32 წლის თავდამსხმელი, ისევე როგორც წინა კლუბებში, "მანიუშიც” ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ როცა ჯანმრთელია, თამაში მაშინაც არ უწევს.

"ეშმაკების” თავდასხმის ხაზში ხომ საშინელი კონკურენციაა. ოუენის აგენტის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა კლიენტისთვის სასურველი კლუბი რაც შეიძლება მალე გამონახოს.

ივნისში ფეხბურთელსა და "იუნაიტედს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ეწურება, ასე რომ, ახალი კლუბის მოსაძებნად ოუენს ბარიერების გადალახვა არ დასჭირდება.

მაიკლის მერსისპირეთში დაბრუნების სურვილი თავად სტივენ ჯერარდმა გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ამ ორ ფეხბურთელს უკან დიდი მეგობრობა და სიყვარული სუფევს.

Sunday Times-ის ცნობით, 2001 წლის "ოქროს ბურთის” მფლობელის სამსახურით "ლივერპულია” დაინტერესებული. მერსისაიდული გრანდი ვეტერანს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

კატეგორია: Liverpool | ნანახია: 772 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: გარემოს?, ოუენი, მშობლიურ, კი, დაუბრუნდება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss