• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » დაუნინგი გუშინდელ მატჩსა და ფინალზე
13:20
დაუნინგი გუშინდელ მატჩსა და ფინალზე

სტიუარტ დაუნინგს მიაჩნია, რომ მისი კარგი თამაშით, რომელიც გუშინდელ მატჩში აჩვენა ადგილს მოიპოვებს "ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში "კარდიფთან” მატჩისას, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება.

დაუნინგმა გუშინ ენდი ქეროლს საგოლე პასი გაუკეთა და შესანიშნავად გამოიყურებოდა მთელი მატჩის მანძილზე. ის და ხოსე ენრიკე  მარცხენა ფლანგიდან კარგ შეტევებს ანვითარებდნენ.

დაუნინგს იმედი აქვს, რომ 2004 წლის შემთხვევა არ განმეორდება, როცა ის თასის ფინალისას "მიდლსბროს” სათადრიგოთა სკამიდან არ ამდგარა.

"ძალიან კარგი მატჩი გამოდგა სათამაშოდ, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. კარგი იყო "კოპის” წინ რამდენიმე გოლის გატანა.”-განაცხადა დაუნინგმა Liverpoolfc.tv-ისთან ინტერვიუში.

"პირველი ტაიმი ცოტა სახიფათო გამოვიდა, "ბრაიტონმა” გაგვითანაბრა კიდეც. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა თამაში ისე გაგვეგრძელებინა და როგორც პირველ ტაიმში ვთამაშობდთ და გოლები თავისით მოვიდოდა. ვფიქრობ მეორე ტაიმში მართლაც კარგი შესრულება ვაჩვენეთ.”

"მე ამ მატჩით ძალიან ვისიამოვნე. პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგზე დიდი ადგილი იყო დარჩენილი, ამიტომ მწვრთნელმა მე და ხოსეს გვითხრა, რომ ეს ადგილი გამოგვეყენებინა და ვფიქრობ ორივემ კარგად შევასრულეთ დაკისრებული სამუშაო. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ.”

"ახლა გუნდში ადგილებისთვის დიდი კონკურენცია მიმდინარეობს, ვფიქრობ ეს მწვრთნელის მთავრი თავის ტკივილია. გუნდში ყველას სურს საწყის თერთმეტეულში მოხვედრა და ეს კლუბისთვის ძალიან კარგია.”

დაუნინგმა მის გარღვევაზე და საგოლე პასზეც თქვა: "გუნდური მოძრაობა ძალიან კარგი იყო. ცოტა გამიმართლა, რომ ბურთთან ასე ახლოს აღმოვჩნდი და ენდიმაც შესანიშნავად დაასრულა შეტევა.”

მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა. დაუნინგი ამასაც შეეხო: "ცოტა გიჟური იყო. მათ ძალიან არ გაუმართლათ, მაგრამ ჩვენი დამსახურებაც იყო ეს მომენტები ხომ ჩვენ შევქმენით. ამ სეზონში ჩვენი მთავარი პრობლემა ბურთების კარში ზუსტად მოთავსებაა, მაგრამ ჩვენ გუშინ ამის პრობელმა არ გვქონია.”

დაუნინგმა უემბლიზე გასამრთ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც შემდეგ კვირას გაიმართება. "ლივერპულს” ლიგის თასის ფინალში უელსურ "კარდიფს” დაუპირისპირდება.

"ეს კვირა უნდა გამოვიყენოთ ლიგის თასის ფინალისთვის მოსამზადებლად.”-დაამატა მან. "თუ კარგად მოვემზადებით ყველაფერი კარგად იქნება.”

"”კარდიფთან” ადვილი მატჩი არ გევლის. აცერთი ფინალი არაა ადვილი. ჩვენ ძლაიან კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ თასის აწევა შეგვიძლია.”

მოზმადებულია liverpoolfc.tv-ის მიხედვით.

კატეგორია: Liverpool | ნანახია: 779 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: მატჩსა, და, გუშინდელ, დაუნინგი, ფინალზე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss