• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » დღის სიახლეები
21:15
დღის სიახლეები
ესპანეთი

ლეო მესის თავის ხმა ანდრეს ინიესტამაც შეუერთა და ყველა თანაგუნდელის სახელით განაცხადა, რომ ძალიან უნდათ ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. მეტიც, მან მოუწოდა კლუბის ხემძღვანელობას მთავარი მწვრთვნელის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

"ლევანტემ" ლა ლიგის ერთერთ ყველაზე ხანდაზმულ მცველს, 36 წლის გუნდის კაპიტანს სერხიო ბალესტეროს 1 წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი.

"ლილის" მარჯვენა მცველმა, მატიე დებუშმა შეიტყო რა, "ვალენსიას" ინტერესის შესახებ და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ლა ლიგაში.

ინგლისი

"მანჩესტერმა" თავისი მესამე მეკარე, ტომაშ კუშჩაკი "უოტფორდში" გაანათხოვრა.

"ჩელსის" მთავარი მწვრთვნელის, ანდრე ვილაშ–ბოაშის შესაძლო შემცვლელებად "ბილბაოს" მთავარი მწვთვნელი მარსელო ბიელსა და "ვალენსიას" მთავარი მწვრთვნელი უნაი ემერი სახელდებიან.

გუშინ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ ჯონ ტერის ტრავმა სერიოზულია და კაპიტანი "ჩელსის" დაახლოებით ორ თვეს ვერ დაეხმარება.

"ვესტ ჰემის" ერთერთმა მფლობელმა დევიდ სალოვანმა განაცხადა, რომ კლუბს იანვარში ორი ვარსკვლავის, კარლოს ტევესისა და ფერნანდო ტორესის შეძენა სურდათ, მაგრამ მათ ჩემპიონლიგაში თამაშზე უარი განაცხადეს.

სერ ალექს ფერგიუსონის აზრით, კარლოს ტევესი დიდი ფეხბურთელია და მისი უთამაშებლობა საცოდაობაა. სერ ალექსის თქმით, "მანჩესტერმა" ძალიანაც წაგო, რომ დაახანა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა და კარლოს "სიტიმ" ჩაიგდო ხელში.

"ევერტონმა" დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბი "ანდერლეხტის" 23 წლის ფორვარდის მარიას სუარესის ყიდვას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ სუარესის შეძენა "არსენალსაც" სურს.

იტალია

"ჩეზენას" მთავარ მწვრთვნელად 52 წლის მარიო ბერეტა დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე დანიელე არიგონი შეცვალა.

"რომას" ხემძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბმა სიმონე პეროტასთან ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

ადრიანო გალიანის თქმით, ის აღტაცებულია რობინ ვან პერსის თამაშით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვან პერსი "მილანში" გადავა.

გერმანია

"დორტმუნდის" მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა "ჰერტასთან" მატჩში ტვინის შერყევა მიიღო. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ პოლონეთის ნაკრებს პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრაში პიშჩეკი დაეხმარება.

"ვერდერის" მცველი სებასტიან ბენაში ძვლის გამოჯანმრთალდა და გუშინდელ ვარჯიშზე კვლავ დაშავდა. შესაბამისად, გამოირიცხა მისი თამაში პორტუგალიის ნაკრებთან.

"დორტმუნდმა" 32 წლის სებასტიან კელთან კონტრაქტი მომავალი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

საფრანგეთი

"ლიონის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ედერსონი, რომელიც "ლიონში" "ნიცადან" 2008 წელს გადავიდა 14 მილიონ ევროდ, შესაძლოა ამ ზაფხულს "იუვენტუსში" ან "ლაციოში" გადავიდეს.

"ტოტენჰემის" კვალად, ლეანდრო დამიაოს შეძენა "პსჟმაც" მოისურვა.

ჰოლანდია

ჩრდილოეთ ირალანდიის მთავარმა მწვრთვნელმა, მაიკლ ო'ნილმა გადაწყვიტა, რომ ნაკრებში მიიწვიოს ჰოლანდიური "ვენლოს" 26 წლის ნახევრად იაპონელი შემტევი ნახევარმცველი რობერტ კალენი, რომელიც იაპონიის მოქალაქეა და ამავე ქვეყანაშია დაბადებული, მაგრამ მამით ჩრდილოეთ ირლანდიელია და ამომავალი მზის ქვეყნის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ აქვს ნათამაშები.
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 781 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: დღის, სიახლეები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss