• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ჰიონესმა ჟურნალისტებთან გინება დაიწყო
01:41
ჰიონესმა ჟურნალისტებთან გინება დაიწყო

მიუნხენის ''ბაიერნის'' პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაბრაზებით უპასუხა შეკითხვას რიბერის ინციდენტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა შვეიცარიაში ''ბაზელთან'' მინიმალური ანგარიშით წააგეს შეხვედრა, რომლის 71-ე წუთზე ფრანგი ვარსკვლავი ჰაინკესმა თომას მიულერით ჩაანაცვლა.

როდესაც დატოვა რიბერიმ მოედანი, ჰაინკესს ისე აუარა გვერდი, რომ ხელიც კი არ ჩამოურთმევია, რის გამოც მატჩის შემდეგ პრესკონფენერციაზე ჰიონესს შეეკითხნენ იმის შესახებ, იყო თუ არა რაიმე კონფლიქტის მსგავსი ფეხბურთელსა და მწვრთენლს შორის. კლუბის პრეზიდენტმა კი პასუხი გინებით გასცა ჟურნალისტებს.


"მორჩით ამ დედ**** ხელის ჩამორთმევასთან დაკავშირებულ შეკითხვებს."-განაცხადა ულიმ Sky Sport HD-თან ინტერვიუში.

"თქვენ ამის შესახებ მხოლოდ ნერვების მოშლის მოტივით აგრძელებთ ლაპარაკს."

"ვის სურს ხელის ჩამორთმევა ასეთი მატჩის შემდეგ?! სკოლის მოსწავლეები ვართ თუ რა ხდება გამაგებინეთ?"


ჰიონესს შვიცარიაში განცდილი გულდასაწყვეტი მარცხის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთული იყო ასეთი ცუდი ხარისხის მოედანზე თამაში."

კატეგორია: Bayern | ნანახია: 1053 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: დაიწყო, ჰიონესმა, გინება, ჟურნალისტებთან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss