• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ჯაბა ლიპარტიამ მეტოქე მეკარე "დაჭრა"
20:39
ჯაბა ლიპარტიამ მეტოქე მეკარე "დაჭრა"
უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში "ზარიას" ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ლიპარტიამ მეტოქე გუნდის "ვოლინის" გოლკიპერს ვსევოლოდ რომანენკოს სერიოზული ტრავმა მიაყენა. გოლკიპერი, რომელსაც ღია ჭრილობა ჰქონდა, მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩვენებურს კი არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.



რაც შეეხება ეპიზოდს, ქართველს თანაგუნდელმა გამჭოლი პასი გაუკეთა, რის შემდეგაც ლიპარტია მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა გადაცემა ოდნავ ძლიერი გამოდგა. ჯაბა ბურთის დაწევას ცდილობდა და მეკარეზე გაშლილი ფეხით წავიდა. მეტოქე გუნდის კარის დარაჯს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან ლიპარტიას ფეხი სახეში მოხვდა და როგორც გაირკვა, ქართველმა მეკარეს ბუცით უნებლიეთ ჭრილობა მიაყენა.



ჯაბა ლიპარტია მოედნიდან მე-5 წუთზე გააძევეს, ხოლო "ზარიამ" შეხვედრა 0:2 წააგო
კატეგორია: Georgia_GFF | ნანახია: 709 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: ჯაბა, ლიპარტიამ, მეკარე, მეტოქე, დაჭრა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss