• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ჯერარდი ქეროლს კვლავ აქებს
13:18
ჯერარდი ქეროლს კვლავ აქებს

ჯერარდს სჯერა, რომ ის და ქეროლი ერთად მუდმივ განვითარებაში არიან. შეგახსენებთ მათმა წყვილმა გუშინ "ბრაიტონი” დაამარცხა გამანადგურებელი ანგარიშით 6-1.

ბრაიტონმა სამი ავტოგოლი გაიტანა, თუმცა ქეროლი მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა, რომელიც პარტნიორ თავდამსხმელს ლუის სუარესს გაუკეთა. თავისმხრივ ლუისმა მანამდე პენალტი გააფუჭა, მაგრამ ქეროლის პასით თავური გაიტანა.

"ლივერპულმა” ლიგის თასის ფინალისთვის შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. "ლივერპული” შემდეგ კვირას უემბლიზე ჩადის "კარდიფთან” სათამაშოდ.

ჯერარდს სჯერა, რომ ის და ქეროლი მთელი სეზონის მანძილზე სულ უფრო და უფრო კარგი ფეხბურთელები გახდებიან.

"ყოველთვის კარგი შეგრძნებაა როცა იგებ და თანაც იგებ დამაჯერებლად.”-განუცხადა ჯერარდმა ESPN-ს. "მთელი მატჩის მანძილზე ჩვენ უფრო და უფრო კარგ თამაშს ვაჩვენებდით, ასე რომ ჩვენ გოლები დავიმსახურეთ.”

”ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ შემდეგ კვირას უემბლიზე ჩავდივართ ლიგის თასის ფინალის სათამაშოდ, თუმცა გვინდა FA თასის ფინალშიც მოვხვდეთ და უემბლის მეორე საგზურიც მოვიპოვოთ.”

გუშინდელი მატჩი პირველი აღმოჩნდა, რომელშიც ჯერარდმა სუარესმა და ქეროლმა ერთად დაიწყეს. შედეგმა კი აჩვენა, რომ წარსულის იმედები სანაგვეზე გადასაყრელი არაა.

"ქეროლი სულ ოფრო და უფრო უკეთესი ხდება ვარჯიშებზეც და მოედანზეც. ის დღეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.”-დაამატა ჯერარდმა.

"გვჯერა, რომ თუ მეტს ვითამაშებთ ერთად, უფრო მეტს შევძლებთ. ორივე კარგი ფეხბურთელები ვართ და კარგ ფეხბურთელს მუდამ მოსწონს მეორე კარგ ფეხბურთელთან თამაში.”

ჟურნალისტებმა ენდი ქეროლსაც დაუსვეს რამდენიმე კითხვა. "გოლის გატანის შემდეგ ძალიან კარგი გრძნობა გეუფლება”-თქვა ქეროლმა. "მაგრამ ამ გოლებს კარგი შედეგის გარეშე აზრი არ აქვს. დღეს ჩვენ კარგი შედეგიც დავაფიქსირეთ და შემდეგ რაუნდშიც მოვხვდით.”

"ჩვენ ბევრის თამაში არ გვიწევს ერთად, მაგრამ ვარჯიშებზე და დღევანდელ მატჩში შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს.”

მოზმადებულია Sky Sports-ის მიხედვით.

კატეგორია: Liverpool | ნანახია: 725 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: აქებს, ქეროლს, ჯერარდი, კვლავ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss