• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » კავანი ჩელსის დამარცხების პირობას იძლევა
13:15
კავანი ჩელსის დამარცხების პირობას იძლევა

ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ედისონ კავანიმ, განაცხადა, რომ ნაპოლი ინგლისურ ფეხბურთს კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს ჩელსის დამარცხებით სამშაბათ საღამოს.


იტალიელთა მხრიდან ნაპოლიმ მანჩესტერ სიტი დატოვა 1/8 ფინალის საგზურის გარეშე. მაჩესტერ იუნაიტედმა, სიტის მსგავსად, ვერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. მილანმა კი 4-0 გაანადგურა არსენალი და უშანსოდ დატოვა. ჩელსი ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელსაც გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.


ნაპოლის თავდამსხმელმა უკანასკნელ ტურში დუბლის შესრულება მოახერხა. იტალიელები იმედებს სწორედ მასზე ამყარებენ. 


"ჩვენ შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ იმედი გავუცრუოდ ინგლისელებს. მათ რა თქმა უნდა დიდი რეპუტაცია აქვთ, თუმცა წელს სათანადოდ ვერ გამოიყურებიან.


"ჩვენ ჩელსის არ გვეშინია. ვფიქრობ, რომ შევძლებთ ინგლისური გუნდის გათამაშებიდან გამოთიშვას. ეს ადვილი არ იქნება მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები."


კავანიმ, რომელმაც წელს ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლის გატანა მოახერხა, ბოლოს დასძინა, რომ : " მართალია ჩემპიონატში მხოლოდ მე-6 ადგილზე ვართ, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოდ. ვფიქრობ გამარჯვება უდიდესი მომენტი იქნება კლუბის ისტორიაში."

კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 706 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: პირობას, ჩელსის, კავანი, იძლევა, დამარცხების | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss