• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ქეროლი საკუთარი ფორმით მოხარულია
13:27
ქეროლი საკუთარი ფორმით მოხარულია

”ლივერპულის” თავდამსხმელს, ენდი ქეროლს, სჯერა რომ იგი უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება მინდორზე.

გასულ შეხვედრაში[ლივერპული6:1ბრაიტონი] ენდიმ საკუთარ ანგარიშზე ერთი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ენდის იმედი აქვს, რომ მწვრთნელი მას ფინალში თამაშის  უფლებას მისცემს.

"ვფიქრობ, კარგად გამოვიყურები და ეს პროგრესი გაგრძელდება”, საუბრობს ენდი ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

"გოლების გატანა დავიწყე და მგონია, რომ ცუდად არ ვთამაშობ. დროა ყველაფერი ცუდი კარგად შემოტრიალდეს”.

"მინდორზე უფრო მეტს ვმოძრაობ და თამაშშიც აქტიურად ვარ ჩართული, ამით უფრო თავდაჯერებული ვხდები”.

"კვირას მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ყველა მოუთმენლად ველით თუ როდის ჩავალთ უემბლიზე”.

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ყველას შეუძლია ნებისმიერ მომენტში თამაშში ჩაბმა. პოზიციებზე კონკურენციაა, დაუღალავად უნდა ივარჯიშო, რომ მწვრთნელმა შემადგენლობაში შეგიყვანოს”.

"არასდროს მითამაშია თასის ფინალში და ვიმედოვნებ, რომ გუნდთან ერთად თასს მოვიგებ. ჩვენ კარგად ვთამაშობდიტ და ნამდვილად ვიმსახურებთ ტიტულის მოგებას”.

ენდი ”ბრაიტონთან” მატჩსაც შეეხო:

"გამიხარდა რომ ორივემ[ქეროლმა და სუარესმა] გავიტანეთ. უფრო მეტად სასიხარულოა, რომ გოლის გატანა კოპის თვალწინ მოვახერხე.

"მატჩის ბოლოსკენ ვფიქრობდი, რომ ლუისი იმსახურებდა გოლის გატანას. ბრწყინვალე გადაცემა მივიღე ენრიკესგან და ლუისსაც პასი გავუკეთე, ის უკეთეს პოზიციაზე იდგა, ვიდრე მე და მან უბრალოდ მისი გასაკეთებელი გააკეთა”.

"ბრწინვალედ ჩავატარეთ ეს მატჩი, ყველა ერთმანეთის გვრედით ვიდექით და შედეგიც სახეზეა”.

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ქეროლის ყველა ბურთთან შეხებაა დაფიქსირებული ”ბრაიტონის” წინააღმდეგ მატჩში.

კატეგორია: Liverpool | ნანახია: 757 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: ფორმით, საკუთარი, ქეროლი, მოხარულია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss