• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ქეცბაიამ დაასახელა
01:45
ქეცბაიამ დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულები:

 

 

  • მეკარეები: ნუკრი რევიშვილი  („კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ლორია  („დინამო" თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი")

 

  • მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე  („კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა („ვოლგა", რუსეთი), აკაკი ხუბუტია („სამსუნსპორი", თურქეთი), დავით კვირკველია („ანორთოსისი", კვიპროსი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი")

 

  • ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), სანდრო კობახიძე („არსენალი" კიევი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი („ზესტაფონი"),თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი"), ლევან ყენია („შალკე 04", გერმანია), ირაკლი ძარია („დინამო" თბილისი), ჯაბა კანკავა („კრივბასი", უკრაინა)

 

  • თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი", რუსეთი), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი", უკრაინა), ლადო დვალიშვილი („პოლონია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი", გერმანია)

 

„ჯვაროსნებში" ორი დებიუტანტია - „ზესტაფონის" ახალგაზრდა მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც აქამდე მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას იცავდა და „დინამოში" ახლადგადასული, ყოფილი „ზესტაფონელი" ნახევარმცველი ირაკლი ძარია.

ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას 27 თებერვალს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", დილიდან  დაიწყებს. სავარჯიშო გრაფიკისა და მატჩისწინა პრესკონფერენციის შესახებ, სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყობთ.

საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი კი, 29 თებერვალს, 18:00 საათზე, „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამჯერად, დასწრება უფასოა.

 

სფფ-ის პრესსამსახური

კატეგორია: Georgia_GFF | ნანახია: 1007 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: ქეცბაიამ, დაასახელა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss