• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » "ქინქლაძის ტალანტი, რომ მქონოდა მესიზე ნაკლები არ ვიქნებოდი"
20:47
"ქინქლაძის ტალანტი, რომ მქონოდა მესიზე ნაკლები არ ვიქნებოდი"
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფებოდა დებატებზე, სადაც მრავალი შეკითხვა დაისვა. დებატების სრული მიმოხილვა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.



საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გაანაცხადა, რომ გოგუასთან კონფლიქტი პოზიციის გამო მოხდა. თემურმა კვლავ გაიმეორა, რომ მას სურდა, რომ გოგიტა მარცხენა ფლანგზე დაეყენებინა, თუმცა თავად გოგუამ განაცხადა, რომ მას მარჯვნივ სურდა თამაში. სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი.



"მე გოგუას ვუთხარი, რომ მას მარცხნივ უნდა ეთამაშა, თუმცა მან იუარა და ესეთი რამ მითხრა: მე სადაც მინდა იქ ვითამაშებ." - განაცხადა თემურიმ.



აქვე იმასაც გეტყვით, რომ გოგიტა გოგუას თურმე უთქვამს, რომ თემური მას კარში ჩადგომას სთხოვდა.



"პირდაპირ ეთერში ვადევნებდი მანჩესტერის და ოცეულის მატჩს თვალყურს. ფერგიუსონმა რუნი ნახევარდაცვაში დააყენა, თუმცა უეინს არ გამოუთქვამს არანაერი პრეტენზია. გოგუამ კი ფლანგის შეცვლის გამო დიდი აურზაური ატეხა გუნდში." - განაგრძო ქეცბაიამ.



"ბევრ ფეხბურთელს ვეხვეწები, რომ ნაკრებში ითამაშოს, თუმცა ისინი სხვადასხვა მიზეზებს ამბობენ და არ ჩამოდიან აქ შემდეგ კი ჩივიან, რომ თემური ნაკრებში არ გვიძახებსო. მაგალითად გვაზავაზე ბევრი მითქმა მოთქმა იყო, მე მას ვიძახებდი, თუმცა იგი არ ჩამოდიოდა აქ."



"რაც შეეხება სირაძეს მას გუნდში პრობლემები ჰქონდა და იმიტო ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა. მისი მწვრთნელი გაბრაზებული იყო და არავინ არ გაუშვა გუნდიდან ნაკრებში."



"ვფიქრობ, რომ ჭანტურიამ ხასიათი უნდა შეიცვალოს. იბადებიან ტალანტები, რომლებიც ხასიათის გამო იღუპავენ კარიერას. მაგალითად იბრაჰიმოვიჩი, იგი ბარსელონამ ხასიათის გამო გაუშვა გუნდიდან."



როდესაც დავით მინაშვილმა სომხეთი ახსენა თემომ ესე უპასუხა: "სომხეთი ? რა სომხეთ მაგათ ხო მოვუგეთ ჩვენ."



"შეცდომები დავუშვით, თორე გუნდს შეეძლო, რომ 15 ქულა ჰქონოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. ამას გუნდი თავისი თამაშით იმსახურებდა."



"ვენაცვალე იმ ხალხს ვინც ფეხბურთს ეხმარება. მე პირველ რიგში მინდა ავღნიშნო აზერბაიჯანული ფირმა "სოკარი", რადგან ისინი ჩვენ მოედნებს გვიგებენ და ბევრ რამეში ეხმარებიან ქართულ ფეხბურთს. ვენაცვალე მაგ ხალხს, სად არიან ქართველი ბიზნესმენები ??"



"სტადიონები არ ვარგა ჩვენს ქვეყანაში და როდესაც მე ხმა ამოვიღე ამაზე ლამის დამიჭირეს. როცა ვიყვირეთ და ბევრი ვილაპარაკეთ მხოლოდ მას შემდეგ გაგვიკეთეს წესიერი მინდვრები"



იყო თუ არა ქეცბაია იმის მომხრე, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 12-მდე გაზრდილიყო. მსგავსი შეკითხვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ტელკომპანია მაესტროს ჟურნალისტმა დაუსვა, თემომ კი ესე უპასუხა: 'რა თქმა უნდა მე ვიყავი ამის მომხრე რადგან საჭიროა გუნდები გაიზარდოს უმაღლეს ლიგაში. მაგალითად ბათუმს გუნდი არ უნდა ყავდეს უმაღლეს ლიგაში ??"



ამის შემდგომ გელამ (მაესტროს ჟურნალისტმა) განაცხადა, რომ 12 -ვე გუნდს არ აქვს სათანადო სტადიონი მაგალითად კი ის მოიტანა, რომ ლანჩხუთში თამაში გადაიდო. თემომ ესე უპასუხა: "ლანჩხუთში კი არა მატჩი ჯენაოში გადაიდო, თუმცა ამით არ დაქცეულა ქვეყანა."



"მე რომ გიორგი ქინქლაძის ტალანტი მქონოდა მესიზე ნაკლები არ ვიქნებოდი. იგი მისმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა გააფუჭეს. გული მწყდება, რომ მისი კარიერა ცუდად გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ სიტი ამხელა კლუბია და ქინქლაძე დღესაც ახსოვთ"



"საქართველოში მედია არ ვარგა. კომენტატორები მატჩის დროს აკრიტიკებენ ფეხბურთელებს და გუნდებს, რაც დიდი შეცდომაა. კრიტიკა ესეთ გადაცემების დროს უნდა მოხდეს." - ესე უპასუხა თემომ დიმიტრი ობოლაძეს.



თქვენ თუ ამბობთ, რომ მსოფლიო 2014-ის შესარჩევ ტურნირზე ვერ ვიბრძოლებთ ტურნირზე გასასვლელად მაშინ, რატომ უნდა მოვიდეს გულშემატკივარი სტადიონზე ?? ეს შეკითხვა თემურს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა.



"ეს ცუდი მიდგომაა. ინგლისში ვერსად ნახავთ ესეთ რაღაცას. იქ ყოველთვის მიდის ხალხი სტადიონზე. არ აქვს მნიშვნელობა გუნდი მოიგებს თუ წააგებს." - ესე დაასრულა დებატები ქეცბაიამ.
კატეგორია: Georgia_GFF | ნანახია: 863 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: რომ, ნაკლები, ტალანტი, მქონოდა, ქინქლაძის, ვიქნებოდი, მესიზე, არ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss