• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » "მარსელელები" მატჩის წინ
21:09
"მარსელელები" მატჩის წინ
დღეს თბილისის დროით 23:45 წუთზე, "ველოდრომზე" გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა. ადგილობრივი "მარსელი" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, "ოლიმპიკის" წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა მათ დღეს მეტოქე დაამარცხონ და 1/4 ფინალში გააღწიონ. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

დიდიე დეშამის თანაშემწემ გი სტეფანმა განაცხადა, რომ "ინტერს" ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ყავს შემადგენლობაში, მაგრამ ამ სეზონში მათ გუნდურობა საერთოდ არ ეტყობათო და ამით უნდა ვისარგებლოთო. "საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" 0:3 წაგება სამი ქულის დათმობაზე გაცილებით მეტია. აშკარაა, რომ "ინტერი" პრესისგან და გულშემატკივრებისგან წნეხს ვერ უძლებს. მართალია კენჭისყრამ ძლიერი მეტოქე გვარგუნა, მაგრამ ახლა "ინტერი" ძალიან ცუდ ფორმაშია და მათთან შესახვედრად უკეთეს დროს ვერც ვინატრებდით. მთავარია, რომ ეს კოზირი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და "ველოდრომზე" იტალიური კლუბი ისეთი ანგარიშით დავამარცხოთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად ვაქციოთ".

ასევე "მარსელის" მოთამაშეებმა, ანდრე აიუმ და ბრანდაომ განაცხადეს, რომ "ინტერი" საკმაოდ ძლიერი კლუბია, მაგრამ თუ "მარსელი" თავის ფეხბურთს ითამაშებს, მაშინ მათი დამარცხება პრობლემა აღარ იქნება. ხოლო ბრანდაომ ასევე განაცხადა, რომ ის დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად გაიტანს გოლს. "ცენტრალურ მცველებს მოსვენებას არ მივცემ და თამაშგარის ზღვარზე ვითამაშებ. დაველოდები მათ შეცდომას და ამით აუცილებლად ვისარგებლებ" – განაცხადა ბრაზილიელმა ფორვარდმა.

რაც შეეხება "მარსელის" მთავარ მწვრთვნელს, დიდიე დეშამს, ის თავის შეგირდებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. "ინტერის" შეფასება იმით თუ როგორ თამაშობს ეს კლუბი სერია A–ში, როდის წააგო და როდის მოიგო, არაფრით არ შეიძლება. "ნერიაძური" ევროასპარეზზე სულ სხვა კლუბია. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღესაც ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან. ამასთან, ამ კლუბის მთავარი კოზირი ისაა, რომ შინაც და სტუმრადაც თანაბარი წარმატებით თამაშობს. ასე რომ, ამ მატჩში "მარსელის" ფავორიტობაზე საუბარი ცოტათი ზედმეტია" – განაცხადა დიდიე დეშამმა.
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 752 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: მატჩის, მარსელელები, წინ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss