• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მე ვბერავ ოცნების ბუშტებს
15:45
მე ვბერავ ოცნების ბუშტებს
 
ვესთ ჰემ იუნაითედი ერთ ერთი ყველაზე ისტორიული და ტრადიციული გუნდი ინგლისის მასშტაბით . დიდი ხანი ეს გუნდი პრემიერ ლიგის უცვლელი წევრი იყო მართალია გრანდობაზე ვერ დაიკვეხნიდა , მაგრამ ვესთ ჰემში იყო რაღაც რაც მას პრემიერ ლიგასთან აკავშირებდა , აკავშირებდა თან ძალიან მჭიდროდ . წლების მანძილზე შეჩვეული ვიყავით ამ გუნდის ასპარეზს ეპლში , მაგარმ ყველასდასამწუხაროდ ვესთ ჰემი ლიგაში აღარ არის. ამ სტატიის მიზანია ხალხმა უფრო მეტი გაიგოს ძველ პრემიერ ლიგის გუნდებზე რომლებიც ეპლში აღარ არიან . ხოლო სტატიის მთავარი გმირი ლონოდნური ვესთ ჰემ იუნაიტედია. დღეს ვესთ ჰემთან ერთად გავეცნობით წყეულ იუნაითედს იგივე ლიდს იუნაითედს რომელიც ასვევე გამოთიშულია პრემიერ ლიგას. ხოლო შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ სხვა გუნდებს რომლის მთავარი გმირიც ნოტინგემ ფორესტი იქნება დრები ქანთრისთან ერთად.


აქვე შეგიძლიათ უყუროთ Green Street Hooligans [Full Movie]







ვესთ ჰემ იუნაიტედი : ვესთ ჰემ იუნაიტედი ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი რომელიც შეიქმნა 1895 წელს მათი ბაზა მდებარეობს ლონდონის პატარა დასახლება ნიუტონში. პირველად კლუბი დაარსდა Ironworks FC შემდეგ რეორგანიზაცია მოხდა 1900 წელს და კლუბს ვესთ ჰემი დაარქვეს. 1904 წელს კლუბის ნაკადი გადავიდა სხვა სტადიონზე Boleyn Grundy ერქვა. ტავდაპირველად გუნდი სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიგაში ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო ლიგის დაარსებისთანავე ვესთ ჰემი გაწევრიანდა ამ ლიგაში 1919 წელს ხოლო ვესთ ჰემის პირველი დიდი გამობრწყინება 1923 წელს გახდათ როდესაც მან ბოლტონი დაამარცხა ასოციაციის თასის ფინალშირომელიც ვემბლიზე გაიმართა. 1940 წელს კი გუნდა პირველად მოიგო ლიგა მათ ამის გაკეთება სულ 3 ჯერ მოახერხეს 1964 წელს 1970 და 1980 წლებში. ევრო ტურნირებზე წესთ ჰემ იუნაიტედი მაინც და მაინ ვერ ბრწყინავდა მაგრამ მათ მაინც მოახერხეს ერთხელ თასების თასისი მოგება 1965 წელს. ამის შემდეგ ვესთ ჰემის სუკეთესო მიღწევა 1986 წელს აღებული მესამე ადგილი იყო ამის შემდეგ ლონდონურ კლუბს სერიოზული მიღწევები აღარ ჰქონია.
გუნდის დაარსება
გუნდი როგორც უკვე გითხარით 1895 წელს დაარსდა თავდაპირველად გუნდში უბრალო მუშები თამაშობდნენ და ის სამოყვარულო ხასიათს ატარებდა. ასე რომ ვესთ ჰემი შეიქმნა უბრალო მუშებისგან. მათ შორის ტომას ფრიმენი (გემების მეხანძრემ), ვალტერ პარკები (Clerk), ტომ Mundy, ვალტერ Tranter და ჯეიმს Lindsay (ყველა boilermakers), უილიამ ჩეპმენ, გიორგი Sage და უილიამ ჩემბერლენისა და კანდიდატი riveter ჩარლი Dove. [3] და სხვები ...
სამოყვარულო გუნის პირველი გამარჯვება Thames Ironworks სახელით 1895 წელს იზეიმა მაშინ გუნდმა საქველმოქმედო თასში შეძლო გამარჯვება. იმ დროინდელი გუნდის მეპატრონემ ბატონმა ჰილსმა რომელიც ოქსფორდის რექტორი იყო გუნდს ლურჯი ფორმა ჩააცვა მაგრამ ამ ფორმას დიდი ხანი არ ატარებდა ლონდონური სამოყვარულო კლუბი. 1897 1898 წლებში გუნდმა შეიძინა პროფესიონალური ფორმა ლურჯი და თეთრი მაისურებით.1900 წელსს კლუბში მომხდარმა განხეთქილებამ ფინანსურმა სიდუხჭირემ Thames Ironworks FC დაშალა. სწორედ 1900 წელს დაიბადა ვესთ ჰემ იუნაითედი. მისი მფლობელი კი ჩარლი პინტერსი გახდა. ჩარლის უნდოდა სამოყვარულო გუნდიდან ვესთ ჰემი პროფესიონალურ გუნდად გეახადა და გუნდი ლიგაში გააწევრიანა ვესთ ჰემის ლიგაშიპირველი თამაში მის საძულველ მეტოქესთან მიულველთან მოუწია. ვესთ ჰემმა მიულველს 3 :0 სძლია.
წლების შემდეგ გუნდი ლიგის უცვლელ წევრად იქცა მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც ვესთ ჰემი ვარდებოდა ქვედა დივიზონებში. მაგარმ ამსოვლას ყოველთვის ახერხებდა.
მაგალითად.70–იან წლებში წავიდა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი და წავიდა ასევე გრინვუდიც. ახალი მწვრთნელი გახდა ჯონ ლაიალი. ლაიალის გუნდმა 1975 წელს მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1976 წელს "ვესტ ჰემს" შეეძლო გაემეორებინა იგივე, რაც გრინვუდის დროს გააკეთა და მოეგო თასთა თასი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ბელგიურ "ანდერლეხტთან". ამის შემდეგ კლუბის საქმეები ცუდად წავიდა და 1978 წელს კლუბი გავარდა მეორე დივიზიონში.

სამი წლის შემდეგ კლუბი დაბრუნდა და 1980 წელს ისტორიაში მესამედ მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1981 წელს კი ახლოს იყო ლიგის თასის მოგებასთან, მაგრამ ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა. ამავე წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა პირველ დივიზიონში, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო რეზულტატად ითვლება დღემდე. 1989 წელს "ვესტ ჰემი" კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში, 2 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 1992 წელს კვლავ დაქვეითდა.

90–იანი წლების დასაწყისში ბილი ბონდსი ჰარი რედნაპმა ჩაანაცვლა. კლუბი მალევე დაბრუნდა ახლად შექმნილ პრემიერ ლიგაში. რედნაპი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მან "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში დაამკვიდრა და 1999 წელს "ინტერტოტოს თასიც" მოაგებინა.

2002/03 სეზონი კლუბისათვის საშინელი აღმოჩნდა. მათ ტურნირის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ პირველად მოახერხეს საშინაო გამარჯვების მოპოვება და გავარდნენ ჩემპიონშიფში. შემდეგ სეზონში გააღწია ჩემპიონშიფის პლეი–ოფში და შეეძლო კიდეც ელიტაში დაბრუნება, თუმცა ფინალურ შეხვედრაში „კრისტალ პალასთან" დამარცხდა. 2004/05 სეზონის ბოლოს, გულშემატკივრების მხრიდან ალან პარდიუზე დიდი გავლენის წყალობით კლუბმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს" კვლავ მოუწია პლეი–ოფი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პლეი–ოფის პრიველ ეტაპზე, „აპტონ პარკზე" ფრედ 2–2 დასრულდა მატჩი „იპსვიჩთან" (რომელმაც ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, გადაასწრო რა „ჩაქუჩებს" 12 ქულით), ხოლო „პორტმენ როდუზე" კი ლონდონელებმა 0–2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ფინალში „ვესტ ჰემი" შეხვდა „პრესტონს" და მოუგო 1–0, რისი წყალობითაც დაბრუნდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში. წარსულის შემდეგ ვესთ ჰემმა უკან უკან იწყო სვლა 2009_2010 სეზონში გუნდი გადაურჩა დაქვეითებას მაგრამ 2011 წლის სეზონში ვესთ ჰემი მაინც დაქვეითდა მისი მთავარი მწვრთნელი სემ ალრდსი გახლავთ ის და მისი გუნდი დღესაც იბრძვიან პრემიერ ლიგაში დასაბრუნებელი ბილეთის მოსაპოვებლად.
ვესთ ჰემი მარტო პპულარული თავისი გუნდით როდია ვესთ ჰემს მთელ ინგლისში ჰყავს ერთ ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში ფირმა შეგახსენებთ რომ ვამ გუნდის სტადიონი მწვანე ქუჩაზე მდებარეობს ამიტომაც ხულიგნებს მწვანე ქუჩის ხულიგნები ეწოდა. მათზე 2005 წელს გადაიღეს ფილმი რომელმაც დიდი სახელი და პოპულიარობა მოუტანა ვესთ ჰემს ისეთმა ხალხმაც გაიგეს ამ გუნდის შესახებ რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ შეხება ფეხბურთთან.


დაწყევლილი იუნაიტედი: ანუ ლიდს იუნაიტედი.

ალბათ ყველას გსმენიათ ლიდს იუნაიტედის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დიდი ისტორიის მქონე გუნდი. ლიდს იუნაიტედი იგივე თეთრი ფარშევანგები. თავდაპირველად ამ გუნდის წინამორბედები Leeds United Leeds Ci** FC შეიქმნა 1904 წელს. მაგრამ გარკვეული ფინანსური დარღვევები ლიგის ასოციაციასთან წაკიდება და იმდენი ქნეს რომ გუნდი დაშალეს. 1919 წელს ნიკოლსონისგან მიიღეს მიწვევა შესულიყვნენ ლიგაში. საბოლოოდ ლიდსი დათანხმდა ხოლო კლუბის მეპატრონე ყოფილი მოთამაშე დიკ რეი გახლდათ. 1920 წელს კლუბში ცვილებები დაიწყო დიკ რეი ტანადებობდიან მხსნეს მისი ადგილი ფერკლომ დაიკავა.რეი კი მხოლოდ ფერკლოს თანაშემწე გახდა.


1961-1975: დონ Re-კონკურენციას - წლების დიდების
როდესაც დონ რი დაინიშნა ლიდსის მენეჯერად მაშინ გუნდს გარკვეული ფინასური პრობლემები ჰქონდა დონ რის მოსვლის შემდეგ გუნდში მართლაც კარგი ხანა დადგა გუნა მოიგო.ლიგის ჩემპიონატი (1968-69 და 1973-74), თასის FA (1972), ლიგის თასი (1968) და ორი საქალაქთაშორისო ბაზრობები თასი (1968 და 1971 ). გინდმა ასევე ითამაშა თასების თასის ფილანი მილანთან და 1:0 გაიმარჯვა ასევე დონ რენისდროს დაამრცხა ისეთი ძლიერი გუნდები როგორიც იყო საუდჰემპტონი7:1 და მანჩესტერ იუნაიტედი5:1. 1972 წელი მნიშვნელოვანი იყო კლუბის ისტორიაში მათ მოიგეს ლიგის თასი. დონ რენის დროს ლიდს მართლაც დიდების წლები ედგა.


1998-1995 წლები მეორე ოქროს ხანა ლიდსიის ისტორიაში

ლიდსის ლეგენდაულმა მწვრთნელმა დონ რეიმ დაასრულა სამწვრთნელო კარიერა ამის შემდეგ გუნდს გარკვეული ჩავრდნა ჰქონდა. მაგრამ 1995 წელს გუნდის სათვაეში ჰოვარდ ვილკინსონი მოვიდა რომელმაც ლეგენდარული წლები გაატარა ამ გუნდში . ლიდსმა ღირსეული შემცვლელი მოძებნა დონ რეის. ჰოვარდ ვილკინოსნის ძალისხმევით გუნდმა მოიგო ასოციაციის თასი 1996 წელს. გავიდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე. საბოლოოდ წილკინსონმა კარიერა დაასრულა სამწუხაროდ მან ვერ გაიმეორა ის შედეგი რაც მისმა წინამორბედმა მაგრამ გუნდი ნამდვილად ფეხზე დააყენა. ასევე ჰოვარდ ვილკინსონმა შექმნა ახალგაზრდული აკადემი სადაც უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი აღიზარდა. ამ დროის შემდეგ ლიდს იუნაიტედი დიდი ფეხბურთში აღარ დაბრუნებულა ის დრესდღეობით მორე დივიზიონში იმყოფება და იბრძვის პრემიერ ლიგაში მოსახვედრად.
დღევანდელი მდგომარეობა. ლიდზ იუნაიტედი (ინგლ. Leeds United A.F.C.) არის ინგლისური საფეხბურთო კლუბი. კლუბის სტადიონია ელანდ როუდი, რომელიც 39 460 გულშემატკივარს იტევს. ლიდსი არის იორკშირის საგრაფოს გუნდი, მისი სტადიონი ელანდ როუდი არის ქალაქ ბისტონში. კლუბს ადგილმდებარეობა არ შეუცვლია დაარსებიდან, ანუ 1919 წლიდან. ლიდზ იუნაიტედი თამაშობს ინგლისის პირველ ლიგაში, ეს ლიგა არის სიძლიერით 3 დივიზიონი ინგლისში. კლუბის მწვრთნელია სიმონ გრეისონი.

აი ესენი არიან ის გუნდები რომელთაც ერთ დროს დიადი მიზნები ჰქონდათ , ახლა კი მათგან მხოლოდ წარსულის აჩრდილებიღაა შემორჩენილი .



 
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 907 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: ოცნების, მე, ბუშტებს, ვბერავ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss