• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » რანიერი: "ეს მარცხი ინტერის ცუდ მდგომარეობას ასახავს"
01:43
რანიერი: "ეს მარცხი ინტერის ცუდ მდგომარეობას ასახავს"
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის სიტყვებით, ''მარსელთან'' მინიმალური ანგარიშით მარცხი მისი გუნდის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს.

ანდრე აიუს მიერ მატჩის მიწურულს გატანილმა გოლმა "ნერაძურის" ზედიზედ მე-4 მარცხი განაპირობა. აღსანიშნავია, რომ რანიერის შეგირდებმა ბოლო 7 შეხვედრაში 6 მარცხი იწვნიეს.

"ვიცოდით, რომ ისინი შეგვიტევდნენ და პირველ ტაიმში ჩვენზე წნეხს მოაქცვედნენ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გვქონდა შანსები, რათა დავწინაურებულიყავით."

"ეს მარცხი ერთგვარი ანარეკლი იყო მდგომარეობისა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ყველაფერი ჩვენ საწინააღდეგოდ მიდის."

"არაფერია დასრულებული. თუ სტადიონს გულშემატკივრები შეავსებენ, შეგვიძლია ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ,"
-განაცხადა "ინტერის" დამრიგებელმა.

იტალიელ სპეციალისტს მისი ტაქტიკური არჩევანის შესახებაც დაეკითხნენ, როდესაც ფრანგების წინააღმდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში დიეგო ფორლანი და მაურო სარატე განაწესა.

"მჭირდებოდა სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც ერთო-ერთზე კარგად თამაშობდნენ,"-აღნიშნა რანიერიმ.

"დიეგო მილიტო 100%-ით მზად არ იყო. იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, რაც ბოლო წუთზე გაშვებული გოლითაც დამტკიცდა. მარსელს ძალიან ცოტა მომენტები ჰქონდა ჩვენ კართან."

"ამ მატჩის წაგებას არ ვიმსახურებდით."
კატეგორია: Inter | ნანახია: 999 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: მდგომარეობას, ცუდ, რანიერი:, მარცხი, ინტერის, ასახავს, ეს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss