მერსისაიდელთა ლეგენდა ჯონ ოლდრიჯი "ლივერპულისა” და "ბრაიტონის” [6-1] შეხვედრის შემდეგ, თურმე ძალიან გაბრაზებულა.
- "მე მაინტერესებს, რატომ
ჩაუთვალეს ლაიამ ბრიდკუტს მეორე ავტოგოლი? იმ მომენტში ჯერარდმა
შესანიშნავად ითამაშა და გუნდს ანგარიში გაუზარდა.
რომ არა ბრიდკუტი, ბურთი მაინც
გადიოდა და ამიტომ ეს სწორედ მის სახელზე უნდა ჩაწერილიყო. ამ მომენტის
შემდეგ ძალიან აღშფოთებული ვარ.
იმედი მაქვს, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მოცემულ მონაკვეთს რიგიანად შეისწავლის და გოლს სტივენ ჯერარდის სახელზე დაწერენ.
ერთადერთი, რომელი გოლიც
"ლივერპულს” არ ეკუთვნოდა, ის დანკის მომენტი იყო. მას ადვილად შეეძლო
ბურთი გამოეტანა, მაგრამ რათომღაც აკრობატული ნახტომი მოინდომა” –
განაცხადა ოლდრიჯმა Liverpool Echo-სთან საუბრისას. |