"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, ტომას კუშჩაკი შეუერთდა "უოტფორდს" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და იგი ამ გუნდის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს...
მიმდინარე სეზონში 29 წლის პოლონელმა გოლკიპერმა "წითელი ეშმაკების" რიგებში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ინგლისური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა "იუნაიტედის" კარი გუნდის სამივე მეკარეს, დავიდ დე ჰეას, ანდერს ლინდეგრაარდს და ბენ ამოსს მიანდო, მაგრამ არა კუშჩაკს.
შეგახსენებთ, რომ ტომასი "მანჩესტერში" 5 წელი და 5 თვეა, რაც გადავიდა, თუმცა კლუბის მაისურით თამაშის საშუალება სულ 61-ჯერ მიეცა. "უოტფორდში" გადაბარგების წინ, კუშჩაკმა განაცხადა, რომ იგი მომდევნო ზაფხულიდან სამუშაოს უფრო სერიოზულად შეუდგება. |