• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » ტორესი ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს
08:45
ტორესი ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს
გავლენიანი გამოცემის Talksport -ის ცნობით, შესაძლოა ტორესი მალე "სერია A-ში” გადაბარგდეს, მას სამი იტალიური გიგანტი "მილანი”, "ინტერი” და "იუვენტუსი” აკვირდება.

ორმოცდაათმილიონიანმა ტრანსფერმა ჩელსის არ გაუმართლა, მათ ტორესი იანვარში შეიძინეს, თუმცა მან 22 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ბოლო თამაშში კი, "სანდერლენდის” წინააღმდეგ სულაც სკამზე მოხვდა და მოედანზე შეცვლაზე შემოსულმა მხოლოდ 16 წუთი დაჰყო. მას ახლა დიდ კონკურენციას უწევს ზაფხულში შეძენილი ახლაგაზრდა თავდამსხმელი რომელო ლუკაკუ .

ყოველივე ამის შემდეგ, ყველა ხვდება, რომ ტორესის ყიდვა იაფი დაუჯდებათ, ამიტომ "მილანი”, "ინტერი” და "იუვენტუსი” ესპანელ თავდამსხმელს აკვირდებიან. ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "მილანი” იჩენს, რომელსაც ძალიან სურს, რომ "კოპის” ყოფილი გმირი თავის მოედანზე იხილოს.
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 797 | დაამატა: NAXALOVSKI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss