ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციები ფეხბურთელებს მრავალ ნომინაციაში აჯილდოვებენ, წლის საუკეთესო ფეხბურთელი, წლის საუკეთესო ტალანტი, წლის საუკეთესო გოლის ავტორი და ა.შ.
ჩვენს საიტზე გაგაცნობთ ყველა იმ წოდებას, რომლითაც მსოფლიოში ცნობილი ასოციაციები გამოჩენილ ფეხბურთელებს აჯილდოვებენ.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ინგ. Professional Footballers' Association Young Player of the Year, შემოკლებით PFA Young Player of the Year) არის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წოდება. მისი მფლობელები ყოველწლიურად ის ახალგაზრდა ტალანტები ხდებიან (23 წლამდე), რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინგლისში წარმატებით თამაშობდნენ.
პირველად ეს ჯილდო 1973-1974 წლების სეზონის მიწურულს "იფსვიჩ თაუნის" მცველს კევინ ბიტს გადაეცა, ხოლო 2010-2011 წლების რჩეული ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ტალანტი ჯეკ უილშერი გახდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულის ყველა გამარჯვებული: