reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: snugo
ნანახია: 905 | ჩამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
Cs მხედველობას აუმჯობესებს ?!
ინფო ვიდეო პოსტერი


ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კომპიუტერული თამაშები მხედველობის სასარგებლოა. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს ?
ბევრ ექსპერტს აღელვებდა ის ფაქტი, რომ ისეთი დინამიური თამაშები, ე.წ. ” შუთერები ” როგორებიცაა: "Counter-Strike”, "Call of Duty”, "Left 4 Dead”, მხედველობას ზიანს აყენებდა, თუმცა უკანასკნელი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისინი პირიქით, აუმჯობესებენ მას.

ადამიანთა ჯგუფს ჩაუტარეს ამგვარი ექსპერიმენტი: ათამაშეს კონკრეტული ვიდეოთამაშები, რის შედეგადაც გამოავლინეს ის ფაქტი, რომ მათ გაუუმჯობესდათ რუხი ელფერის აღქმის უნარი – ეს ძალზედ სასარგებლო შენაძენია იმათთვის, ვისაც უჭირს ღამით მანქანის მართვა.

” ჩვეულებრივ, კონტრასტული მგრძნობელობის ასამაღლებლად, საჭიროა ან სათვალეების ან ოპერაციის გაკეთება, რამეთუ მოხდეს თვალის ოპტიკური სისტემის შეცვლა ” – ამბობს დაფნა ბაველიე, ნიუ-იორკის შტატის როჩესტერის უნივერსიტეტიდან. – ” ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ "Action” ჟანრის ვიდეოთამაშების საშუალებით, ტვინი უფრო ეფექტურად ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, ამასთანავე კარგი მხედველობის უნარი ნარჩუნდება კიდევ რამდენიმე თვე თამაშის დანებების შემდეგაც ".

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა შეარჩიეს 22 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც გაანაწილეს ორ ჯგუფში. პირველი ჯგუფი თამაშობდა ყველასათვის კარგად ნაცნობ – "Call of Duty 2″-ს და "Unreal Tournament 2004″-ს, ხოლო მეორე ჯგუფს უწევდა "The Sims 2″-ის თამაში, რომელიც არ მოითხოვს მაღალ კონცენტრაციას.

თვითოეულმა მოხალისემ ცხრა კვირის განმავლობაში კომპიუტერთან გაატარა საშუალოდ 50 საათი. ამის შემდეგ, ” შუთერების ” ჟანრის მოთამაშეებს გაუუმჯობესდათ ახლოარსებული რუხი ელფერის აღქმის უნარი 43%-ით, როდესაც "Sims”-ის მოთამაშეებს არანაირი ცვლილება არ აღენიშნებოდათ.

ბაველიე ასევე მივიდა ისეთ დასკვნამდე, რომ პირველი ჯგუფის მოხალისეებს 58%-ით გაეზარდათ თითქმის უხილავი ელფერის აღქმის უნარიც.

” როდესაც ხალხი თამაშობს "Action” ჟანრის თამაშებს, იცვლება ტვინის სეგმენტის მუშაობაც, რომლის ფუნქციაც არის ინფორმაციის ვიზუალური დამუშავება. – ამტკიცებს ექსპერტი. ” ამ თამაშების წყალობით, ადამიანის მხედველობის სისტემას ვაიძულებთ იმუშაოს შესაძლებლობის ზღვარზე და ტვინიც ეგუება ამას ".

მეცნიერის აზრით, მისი ექსპერიმენტის შედეგად, ნათლად ჩანს, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მხედველობის კორექციის ტექნიკაში.

ავტორი: SaM  |  კომენტარები: (0) /24   |  გუშინ, 20:11  | 




სულ კომენტარები: 4
0  
NAXALOVSKI   Сообщение #4 (13.09.2011 19:30)[Материал]
biggrin egec tyuili iqneba biggrin avto ragacs gvatyueb dzma biggrin

0  
NAXALOVSKI   Сообщение #3 (13.09.2011 19:29)[Материал]
nu areklameb tore bans dagadeb....

0  
lasha   Сообщение #2 (13.09.2011 15:49)[Материал]
dzlivs kargi gavige ra kompiteris shesaxeb:D :D :D

0  
სადად   Сообщение #1 (13.09.2011 15:46)[Материал]
შეჯირბება საიტებს შორის

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss