გავრცელდა
თუ არა ინფორმაცია ავსტრალიაში ემინემის საგასტროლე ტურნეს შესახებ,
კონცერტზე დასასწრები 110 000 ბილეთი ნახევარ საათში გაიყიდა.
„ასეთი
ენთუზიაზმი და სიჩქარე არასოდეს მინახავს. მელბურნის სტადიონზე 60 000
ადგილი და სიდნეიში 50 000 - ეს ფანტასტიკაა!" - აცხადებს Dainty Group-ის
წარმომადგენელი პოლ დეინტრი.
ტურნეს რეპერი ლილ უაინთან და ჰიპ-ჰოპ ჯგუფთან „Hilltop Hoods" გამართავს. კონცერტები დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.